აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/115-5733 (შპს "ტურბაზა მწვანე კონცხი"- კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/115   

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 11 ივნისი

. ქუთაისი

 

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

   2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” დირექტორის ოთარ თურმანიძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში. 2013 წლის 19 მარტის განჩინებით, კომპანიის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

  2015 წლის 29 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით – ირაკლი წიკლაურმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 . მოწვეულ იქნეს შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2 . კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 10 ივლისს 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

3 . დაევალოს შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                               გენადი მაკარიძე