აღსრულების ეროვვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/174 (ქედის სატყეო მეურნეობის" კრედიტორთა კრების გადადებისა და ახალი კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/174
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/174

 

განჩინება

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის  11 ივნისი

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/174 სამოქალაქო საქმე შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

1. შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ (ს/კ 246755792) კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2015 წლის 10 ივლისს, 15:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება ;

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 .    დაევალოს შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                  გენადი მაკარიძე