ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2015 წლის 8 ივლისი ქ. თელავი |
|
ქ. თელავი „-------“ „-------------------“
20 წ.
ეს ოქმი გაიცა ___________________________________________________________________
(აუქციონში გამარჯვებული (ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, საიდენტიფიკაციო მონაცემები)
მასზედ, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების
_________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი ფასი_____________ (______________________)
(ციფრებით / სიტყვიერად)
სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20 წლის _________________ ჩატარებულ უპირობო ელექტრონულ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის _______ (___________) საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებულად და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, ______ (______) წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
______________________________________________________________________ ქონება.
(ქონების დასახელება, მისამართი, საკადასტრო კოდი, მონაცემები შესაბამი მარეგისტრირებელი ორგანოდან)
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მმართველთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვის გადასახდელი ქირის ოდენობაში.
3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ქონების მმართველს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების გარეშე. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
6. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ქონების მმართველის მიერ. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდელი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
7. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება ქონების მმართველთან, ხოლო ორი გადაეცემა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს.
8. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
ქონების მმართველი:
______________________________
_______________________________ ________________________
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი:
__________________________________
__________________________________ ___________
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)