ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩასატარებლად ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №344
სარეგისტრაციო კოდი 240120000.10.003.018720
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2015
matsne.gov.ge 435 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 25.04.2005 „საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას (წარმოდგენილს შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მიერ) შორის საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) ფარგლებში ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 20.06.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 82% 27.02.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 16.04.2015 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი 82% 28.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩასატარებლად ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №344 2015 წლის 10 ივლისი    ქ.თბილისი ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩასატარებლად ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დაევალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, ხოლო სსიპ − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოთ, რომ შეასრულონ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩასატარებლად ნაკისრი ვალდებულებები, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი 1. დაევალოთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, მოახდინოს უეფას წარმომადგენლების შეტყობინების შესაბამისად, უეფას წარმომადგენლების მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე უეფას კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის, გარევაჭრობისა და არასათანადო რეკლამის, ასევე ნებისმიერი წამახალისებელი ღონისძიების, რომელიც მოიცავს წამახალისებელი ნივთების გავრცელებასა და სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით განხორციელებული არასათანადო რეკლამის გამოვლენა, აღკვეთა და კონტრაფაქციული საქონლის კონფისკაცია. ასევე მატჩის ბილეთების უნებართვოდ გასაყიდად შეთავაზებისა და უეფას ნებართვის გარეშე კომერციულ ღონისძიებაში გამოყენების აღსაკვეთად შესაბამისი ქმედებების განხორციელება; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, მოახდინოს უეფას მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს − უეფას წარმომადგენლების შეტყობინების შესაბამისად, მოახდინოს უეფას მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება. 2. ეთხოვოთ: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს  ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის ქ. თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი უეფას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ბ) სსიპ − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უეფას წარმომადგენელთა მითითებების შესაბამისად, განახორციელოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დაკისრებული მოვალეობები უეფას მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და არასათანადო რეკლამის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით. ამასთან, უეფას წარმომადგენელთა მითითებების შესაბამისად, მისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს მატჩის ბილეთების უეფას ნებართვის გარეშე კომერციულ ღონისძიებაში გამოყენების აღსაკვეთად შესაბამისი ქმედებების განხორციელება. ასევე განახორციელოს სამაუწყებლო კომპანიების მიერ მატჩის უკანონო ტრანსლირების გამოვლენა და აღკვეთა. 3. ამ დადგენილების აღსრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მობილური ჯგუფების, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს საკონტაქტო პირების გამოყოფა, რომლებიც ითანამშრომლებენ უეფას სპეციალურ წარმომადგენელთან. 4. დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება დაევალოს სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტთან“ არსებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.