„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №69/ნ |
|
2015 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, 163, 14/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №2):
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პროფესიული კვალიფიკაცია არის პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მისი ცალკეული კომპონენტები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით.“. 3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი: ,,მუხლი 4. პროფესიული კვალიფიკაციები პროფესიული კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს ,,პროფესიული კვალიფიკაცია“ შესაბამისი საფეხურისა და პროფესიული სპეციალიზაციის მითითებით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №69/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.016975.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №69/ნ, 10.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016975 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2904961/