1. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. აღნიშნული ნორმატიული აქტით სამსახურში მიღების წესი, სამსახურში მიღებისთვის დადგენილი შეზღუდვები და სამსახურის მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა შეიძლება ამ კანონისგან ან/და სხვა შესაბამისი აქტისგან (აქტებისგან) განსხვავებულად განისაზღვროს.

2. მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) გაფიცვა;

ბ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა;

გ) პოლიტიკური გაერთიანების წევრობა;

დ) სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის, შინასამსახურებრივი მონაცემების შემცველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემებისა და გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3397 – ვებგვერდი, 26.09.2018წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1342 – ვებგვერდი, 17.12.2025