„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1072
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.001.001.736
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 29/03/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 33) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესით. 2005 წლის 31 დეკემბრამდე ერთჯერადი საზღაური, რომელიც დადგენილია ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, განისაზღვროს 1998 წლის 1 ოქტომბრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის ოდენობით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ერთჯერადი საზღაურის ოდენობა ორმაგდება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 მარტი.

№1072–Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.03.2005.
როდის იქნა მიღებული „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1072. სარეგისტრაციო კოდი — 370.020.000.05.001.001.736.
სად არის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №1072, 10.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.001.736 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29056/