„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1073
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.001.737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 25/03/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, №14(21), 1999 წ., მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სადისციპლინო კოლეგია.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81

1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიას სამი წევრის შემადგენლობით, სამი წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო კოლეგიის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამ-ტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

2. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სადისციპლინო კოლეგიის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მის დამტკიცებამდე, არა უმეტეს ექვსი თვით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლება-მოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო კოლეგიაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს კოლეგიის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპ-ლინო კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

5. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის წევრები სრულყოფილად ახორციელებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

6. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია, როგორც საკასაციო ინსტანციის სასამართლო, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებებზე.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. უზენაესი სასამართლოს პალატებსა და კოლეგიებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის ან სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს შესაბამისი პალატის ან კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

2. უზენაესი სასამართლოს პალატებისა და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეები იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.“.

4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობა და მათი თავმჯდომარეები;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;“.

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს კოლეგიებისა და სხვა პალატების სხდომებს;“.

6. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ანდა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმეთა განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლე-ბამოსილებათა განხორციელებისაგან.“.

7. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას, პენსიაში გასვლისას, აგრეთვე პირადი სურვილით უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში (თუ მას აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ყოფნის არანაკლებ სამი წლის სტაჟი) ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. ეს პენსია იცვლება უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.“.

8. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. პირადი სურვილით უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამისდღეშიო პენსია ენიშნება იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდა 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 მარტი.

№1073_Iს