აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.07.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,641 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.2015 მიღება
01.09.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 28.02.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 95% 22.09.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 29.11.2022 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 95% 30.11.2022 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 28.04.2022

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №13 2015 წლის 8 ივლისი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 30-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებელუბის - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანდართული დებუ­ლება. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 33 (ოცდაცამეტი) საშტატო ერთეულით. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებით დამტკიცებული დებულება (გაზეთი „აჭარა” 20.12.06, №232 (22.737), გვ. 10). 4. დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე  დანართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების  - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში - მთავრობა)  საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმის მოვლა-შენარჩუნებისა და განვითარების დარგში. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს კანონებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმია­ნობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს. 4. დეპარტამენტს აქვს დასრულებული  ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერ­ბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. 6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №84/86. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წამოადგენს: ა) ტურისტული და საკურორტო რესურსების შენარჩუნებისა და განვითარების  ძირი­თადი მიმართულებების შემუშავება და მათი რეალიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებში; ბ) ტურიზმისა და კურორტების პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენ-ტუნა­რიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. გ) ტურისტული და საკურორტო მომსახურების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა,  მისი განზოგადება და გამოყენება; დ) ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ე) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცე-სების ანალიზი; ვ) ტურიზმისა და კურორტების სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა; ზ) ტურიზმისა და კურორტების დარგში შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომსა-ხუ-რების სფეროს განვითარებისათვის წინადადებათა მომზადება და ხელშეწყობა მომხმა-რებელთა ინტერესების გათვალისწინებით; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის მიზნით წინადადებების  შემუშავება  და წარდგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებ-თან თანამშრომლობა; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საერთაშორისო და ადგილობრივ  დონეზე; ლ) დარგის სპეციალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად. 2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად დეპარტამენტი თავისი საქმიანობის სფეროში უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და გამოსცეს სამართლებრივი აქტები; ბ) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს საკითხები ტურიზმისა და კურორტების განვითარების სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ; გ) შექმნას სახელმწიფო დაწესებელებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარ­მომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; დ) დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით შექმნას არასამეწარმეო (არაკო-მერციული) იურიდიული პირები; ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უც-ხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) წარმართოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაცია და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება; ზ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთ­ვნებულ საკითხებზე; კ) გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში; ლ) პერიოდულად მოახსენოს მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; მ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) წარმართავს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; გ) უშუალოდ ან დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამოცანებით, ფუნქციებით და უფლებამოსილებით გათვალისწინებულ საკითხებს. განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას; დ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ე) დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს; ვ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამ­სახურეების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებაზე; ზ) შეაქვს წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არ ყოფნისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.  4. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა)  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილება; ბ) სერვისის განვითარების განყოფილება; გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილება; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და  ონლაინპროექტების განყოფილება; ე) ადმინისტრაციული განყოფილება; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება. ზ) საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება; 2. დეპარტამენტის საშტატო განრიგს ამ დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა)  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილება: ა.ა) ახორციელებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე; ა.ბ) აწარმოებს  სარეკლამო კამპანიებს მიზნობრივ ბაზრებზე; ა.გ) ხელს უწყობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის რეგიონში პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობას; ა.დ) აწარმოებს სარეკლამო და საინფორმაციო მასალების  მომზადებასა და გავრცელებას; ა.ე.) ხელს უწყობს სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევას ქვეყნის გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობას უცხოეთში და ადგილობრივ ბაზარზე მოწყობილ გამო­ფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ბ)  სერვისის განვითარების განყოფილება: ბ.ა) უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურისტული სერვისების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და შეისწავლის ტურის­ტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში უცხო ქვეყნების გამოცდილებას; ბ.ბ) ამზადებს რეკომენდაციებს და სხვადასხვა სახის პროექტებს ტურიზმისა და კურორტების დარგის პერსპექტიული განვითარებისთვის და საკანონმდებლო დონეზე მისი სრულყოფის მიზნით; ბ.გ) ტურისტულ ობიექტებზე მომსახურების ხარისხის დონის განსასაზღვრად ახდენს პერიოდულ მონიტორინგს  და უზრუნველყოფს აჭარის ტერიტორიაზე მომ­სახუ­რების სფეროში დასაქმებული პერსონალისათვის სემინარების და ტრენინგების ჩატარებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ბ.დ) ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ტურისტული სერვისის ხარისხის შესახებ და შეიმუშავებს მისი გაუმჯობესების სარეკომენდაციო წინადადებებს; ბ.ე)   ხელს უწყობს ტურისტული პროდუქტების განვითარებას; ბ.ვ) ტურიზმის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს; გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილება: გ.ა) აგროვებს და აანალიზებს ტურიზმის სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს; გ.ბ) ატარებს ტურიზმის სფეროში  ბაზრის კვლევებს და აწარმოებს შესაბამის ანალიზს; გ.გ) განსაზღვრავს სტატისტიკური დაკვირვების სახეობებს, დაკვირვების ობიექტთა წრეს, პერიოდულობას; გ.დ) განსაზღვრავს მონაცემთა წარმოდგენის ფორმასა და ვადებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ საჯაროობას; გ.ე) უზრუნველყოფს შეგროვებულ მონაცემთა კონფედენციალობას, თუ ის იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და  ონლაინ პროექტების განყოფილება; დ.ა) ახორცილებს ინტერნეტ რეკლამის დაგეგმვას და შესრულების მონიტორინგს; დ.ბ)  ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას და დეპარტამენტის ვებგვერდზე (გვერდებზე)  განთავსებას. ასევე, განთავსებული ინფორმაციის მუდმივ  განახლებას; დ.გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ვებგვერდის (გვერდების) ადმინისტ­რირებას და მუდმივ განვითარებას. ასევე, მის პოპულარიზაციას სოციალური მედიატექნოლოგიების გამოყენებით; დ.დ) უზრუნველყოფს ვებგვერდზე (გვერდებზე) განთავსებულ ინფორმაციასთან მომხმარებლების წვდომას და შეუფერხებელ მუშაობას; დ.ე) ახორციელებს რეგიონის პოპულარიზაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების და ონლაინ პროექტების გამოყენებით; დ.ვ) ახორციელებს დეპარტამენტის მიერ ინტერნეტ სივრცეში განხორ­ციე­ლებ­ული აქტივობების  მონიტორინგს. დ.ზ)  ახორციელებს დეპარტამენტის სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნასა  და დამუშავებას; დ.თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელის ადმინისტ­რირებას, ტექნიკურ ზედამხედველობას და მის სრულფასოვან ფუნქციონირებას; დ.ი) ახორციელებს ინტერნეტმომსახურების ხარისხის მონიტორინგს, არეგულირებს ურთიერთობებს ინტერნეტპროვაიდერებთან; დ.კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას,  პროგრამულ უზრუნველყოფას და  მათ  განახლებას; ე) ადმინისტრაციული განყოფილება: ე.ა) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ე.ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებასა და მოძრაობას; ე.გ) ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულების კონტროლს; ე.დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას; ე.ე) ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა  პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, თავისი კომპენტეციის ფარგლებში თავმჯდომარის ინდივი­დუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და რეგისტრაციას, საჯა­რო მოსამსახურეთა ატესტაციისა და არსებული ვაკანტური  თანამდებობების დასაკა­ვებლად კონკურსების ჩატარების  ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას; ე.ვ) ახდენს დეპარტამენტის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვისა და ჩანაწერების ორგანიზებას; ე.ზ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელ საქმეთა ფორმირებასა და გაფორმების სისწორეზე; ე.თ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების მიღებას, განხილვას, საჭი­როების შემთხვევაში კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებუ­ლებებზე გადაგზავნას სათანადო რეაგირებისათვის; ე.ი) ორგანიზებას უწევს შემოსული დოკუმენტების დროულ განხილვასა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; ვ.ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ  საქართველოს  კანონმ-დებ­ლობით გათვალისწინებული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განხორ-ციელებას; ვ.ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტე­მაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ატვირთვას და შესაბამისი სტატუსების მინიჭებას; ვ.გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზებას, შესაბამისი ხელშეკ­რუ­ლებების პროექტების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ­რუ­ლებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების  მომზადებას; ვ.დ) ახორციელებს საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების განხორციელების შემდგომ მათი მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბული დოკუმენტაციის შედგენას; ვ.ე) ახორციელებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს; ვ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. ზ) საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება: ზ.ა) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ.ბ) ახორციელებს კონტროლს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ზ.გ) ახორციელებს კონტროლს ეკონომიკურ მოვლენაზე დროულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებაზე; ზ.დ) ახორციელებს ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებუ­ლი და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; ზ.ე) უზრუნველყოფს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და კონტროლს გაცემაზე; ზ.ვ) უზრუნველყოფს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერა­ციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას; ზ.ზ) მონაწილეობს არაფინანსური, ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციასა და აღრიცხვაში ასახავს ინვენტარიზაციის შედეგებს; ზ.თ) უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას; ზ.ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ზ.კ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში; მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ქონება დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსში. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. 2.  დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.