📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ

მიღების თარიღი 13.07.2015
ძალის დაკარგვა 31.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016584
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,907 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2015 მიღება
31.08.2023 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
სტაჟირება
სამინისტროში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობა
მუხლი 3
სტაჟიორი
პირი, რომელიც სამინისტროში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას
მუხლი 3
სტაჟიორობის კანდიდატი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად მონაწილეობს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №80     2015 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში  სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანება. 3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომლებითაც დამტკიცებულია სტაჟირების გავლის წესები. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში –  საჯარო სამართლის იურიდიული პირები), მათ შორის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატში, სტაჟირების გავლის პირობებს. მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სამინისტრო/საჯარო სამართლის იურიდიული პირები უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – სამინისტროში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც სამინისტროში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) სტაჟიორობის კანდიდატი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად მონაწილეობს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში. მუხლი 4🔗 სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებულისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან იგი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის, ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. მუხლი 5🔗 საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/საჯარო სამართლის იურიდიული პირების  ხელმძღვანელთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მომდევნო წლისათვის სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) ოდენობას. თავი II. სტაჟირების კომისია მუხლი 6🔗 1. სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების მიმდინარეობის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება  სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია). 2. სამინისტროში კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მუხლი 7🔗 1. კომისია შედგება თავმჯდომარისა და კომისიის წევრებისაგან. 2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც შესაბამისი დაწესებულების  თანამშრომლები, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის  თანამშრომლები, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 8🔗 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.       თავი III. კონკურსი მუხლი 9🔗 1. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, კომპეტენტური კადრების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსის გავლის გარეშე სტაჟიორის მიღება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიძლება მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა დასაბუთდეს. ასეთი სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.   3. სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირებას გაივლიან ის პირებიც, რომლებიც მონაწილეობენ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის  №410 დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო პროგრამაში. ასეთ შემთხვევაში, სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ უფლება, სტაჟიორობის კანდიდატთან ჩაატარონ გასაუბრება მათი პროფესიული ინტერესის უკეთესად გამოკვეთისა და სისტემაში მათი სამომავლო პროფესიული გეგმების შესაფერისი ადგილის განსაზღვრის მიზნით. მუხლი 10🔗 სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) ტესტირება; დ) გასაუბრება. მუხლი 11🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას, მათ შორის,  სტაჟიორობის კანდიდატთა განაცხადების გადარჩევას (სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება, წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა), უზრუნველყოფს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი. 2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. 3. სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად, ან სტაჟიორად უნდა დაინიშნოს მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული წესით, ადამიანური რესურსების მართვის შესაბამის სამსახურში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს; ბ) დიპლომის ასლს ან ცნობას პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის კურსზე/მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ; გ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას; დ) ცნობას ნასამართლობის შესახებ. მუხლი 12🔗 1. სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს სამინისტრო/საჯარო სამართლის იურიდიული პირები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით. 2. სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა კონკურსი; ბ) ინფორმაციას სტაჟიორთა კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსის ეტაპების შესახებ; გ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს სამინისტროს ან შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. 5. სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არაუადრეს 10 დღისა, ხოლო ყოველი მომდევნო ეტაპი − წინა ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში. მუხლი 13🔗 1. ტესტირების ან/და წერითი დავალების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის   კანდიდატი,  რომელიც ვერ გადალახავს განაცხადების გადარჩევის ეტაპს. 2. გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ   გადალახავს ტესტირების ან/და წერითი დავალების ეტაპს. 3. ტესტირებისა და წერითი დავალების გამსვლელი ქულა უნდა აღემატებოდეს ქულათა მაქსიმალური ოდენობის ნახევარს. 4. ტესტირებისა და წერითი დავალების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“. მუხლი 14🔗 სტაჟიორობის კანდიდატს სტაჟიორთა კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. მუხლი 15🔗 კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი საბოლოო გადაწყვეტილების  მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წერილობით ან  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ. მუხლი 16🔗 სტაჟიორობის კანდიდატებისათვის გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 კვირის ვადაში    კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა  პრეტენზიებსა და საჩივრებს. მუხლი 17🔗 სტაჟიორობის კანდიდატის მოტივაციის, მისი პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად ტარდება გასაუბრება. მუხლი 18🔗 1. კომისიამ სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რაც საჭიროა სამინისტროში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში პირის სტაჟიორად დასანიშნად. 2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია სტაჟიორობის კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. 3. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ სტაჟიორობის კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №1). 4. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებულ სტაჟიორობის კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება სტაჟიორობის კანდიდატთა შეფასების ჯამურ ფორმაში (დანართი №2). მუხლი 19🔗 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს სტაჟიორობის კანდიდატთა შეფასების ჯამურ ფორმას. 2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილე სტაჟიორობის ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება ქულათა სისტემით. 3. კანდიდატთა შეფასებებზე დაყრდნობით კომისია უფლებამოსილია, იმსჯელოს და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) კანდიდატის სტაჟიორად დასანიშნად წარდგენის თაობაზე; ბ) კანდიდატის სტაჟიორად დასანიშნად წარდგენაზე უარის თაობაზე. 4. სტაჟიორთა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარე სამინისტროს/შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგენს სტაჟიორობის იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ყველა ეტაპი. 5. სამინისტროს/შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში სტაჟიორობის წარდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. 6. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი იმავდროულად არის სტაჟირების ხელმძღვანელი. მუხლი 20🔗 სტაჟიორთა კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განაცხადი, ან კონკურსში გამარჯვებული სტაჟიორობის კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე, ან კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილი არ იქნა არცერთი კანდიდატურა. თავი IV. სტაჟირების ვადა მუხლი 21🔗 1. ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 1 წლამდე ვადით. 2. არაანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3. სტაჟირების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ვადის ფარგლებში, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაჟიორის შეფასება (დანართი №3).  4. ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში. 5. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა. მუხლი 22🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა ან სტაჟირების გავლის ადგილას ხშირი არყოფნა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია; ვ) სტაჟიორის გარდაცვალება; ზ) სტაჟიორის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს/შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაბამისი სამსახურის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას სტაჟირების გავლის პერიოდში გადაეცა. თავი V. სამინისტროს/ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოვალეობები მუხლი 23🔗 1. სამინისტრო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სტაჟიორის მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ მივლინების, აგრეთვე, სტაჟიორის მიმართ „საქართველოს შრომის კოდექსითა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. სტაჟიორს სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 24🔗 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან შეთანხმებით სტაჟიორს განუსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობას. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 3. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 4. სტაჟიორის ხელმძღვანელმა არ უნდა დაუშვას სტაჟიორის მიერ ისეთ სამუშაო პროცესში ჩართვა, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სტაჟიორის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 5. სტაჟიორის მიერ დაკისრებული ვალდებულებების სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია, დასვას საკითხი სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე. მუხლი 25🔗 სტაჟირების მიმდინარეობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების  ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეული. თავი VI. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები მუხლი 26🔗 სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, გამოიყენოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა/თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას; აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორი, საჭიროების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს აღმასრულებლის უფლებამოსილებას. მუხლი 27🔗 სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მათი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები; გ) სტაჟირების მიმდინარეობისას მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოების  მოსამსახურეებთან/თანამშრომლებთან; დ) დაიცვას სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის შინაგანაწესი, მომსახურების სტანდარტი, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა და სხვა აქტები, რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება ვრცელდებოდეს სტაჟიორზე; ე) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, იზრუნოს მისთვის გადაცემული ნივთების მოვლაზე; ვ) სამუშაო ადგილზე გამოცხადება და მისი დატოვება დააფიქსიროს შინაგანაწესით განსაზღვრული წესით. მუხლი 28🔗  ხელწერილი სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულების და შინაგანაწესის, ასევე, ამ წესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს (დანართი №4). მუხლი 29🔗 1. სტაჟიორი, სტაჟირების ხელმძღვანელის ან სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი თანხმობით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. 2. პირი, რომელიც სამინისტროში მიღებულია კონკურსის წესით და სტაჟირებას გადის ანაზღაურების გარეშე, სტაჟირების ხელმძღვანელის დადებითი შეფასების საფუძველზე, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ სამი თვის გასვლის შემდეგ შეიძლება გადაყვანილ იქნეს მისივე თანხმობით ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი