შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 07.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1436
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ბიომედიკალს გეოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.apple-style-span {}
span.apple-converted-space {}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1436
2015 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10
1
მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,
შპს „მთის კურორტების
განვითარების კომპანიამ“ შემდეგი მომსახურების სამუშაოსა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვა, 2015-2016 წლების განმავლობაში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი ან/და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრებით:
ა) დაბა ბაკურიანში ტობოგანის (მთის ციგის)
მოსაწყობად და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაო,
დაბა ბაკურიანში ტობოგანის მოსაწყობად სრული საპროექტო (მათ შორის, გეოლოგიური, გეოდეზიური, ტოპოგრაფიული) სამუშაოები, საკონსულტაციო სამუშაოები, ტობოგანის (მთის ციგის) მოწყობისათვის ჩამოსული უცხოელი კონტრაქტორების წარმომადგენლების განთავსების მომსახურება, სამშენებლო და ელექტრომომარაგების სამუშაოები, სამშენებლო მასალა და ამ ქმედებებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის სამუშაო;
ბ) დაბა ბაკურიანში (კოხტას მთაზე მდებარე) ახალი საბაგიროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის
მოსაწყობად საბაგიროების, დანადგარების, აღჭურვილობის, მონტაჟის, გამართვისა და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო საქონელი, მომსახურება, სამუშაო
და ამ ქმედებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურება
. დაბა ბაკურიანში ახალი საბაგიროების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სრული საპროექტო (მათ შორის, გეოლოგიური, გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, არქეოლოგიური) სამუშაოები, სამშენებლო და ელექტრომომარაგების სამუშაოები, სამშენებლო მასალა და ამ ქმედებებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის სამუშაო;
გ) დაბა ბაკურიანში (კოხტას მთაზე მდებარე) ახალი საბაგიროებისთვის გამშვები სისტემის, მისი სათადარიგო ნაწილების,
დამონტაჟების, გამართვისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაო, მათ შორის, მარკეტინგული საშუალებების გამართვასა და დამონტაჟებასთან და ამ ქმედებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურება;
დ) დაბა ბაკურიანში ახალი საბაგიროებისა და ახალი სასრიალო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად 2 თოვლსატკეპნი მანქანა (სპეცტექნიკა);
ე) დაბა ბაკურიანში (კოხტას მთაზე მდებარე) ახალი
სათხილამურო ტრასებისთვის საჭირო ატრიბუტები, დანადგარები, აღჭურვილობა და საქონელი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, შესაბამისი ფინანსური რესურსის, კერძოდ - 46 875 187 (ორმოცდაექვსი მილიონ რვაას სამოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდაშვიდი) ლარის (აქედან 2015 წლისთვის 22 741 735 (ოცდაორი მილიონ შვიდას ორმოცდაერთი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი) ლარი, ხოლო 2016 წლისთვის 24 133 452 ლარის (ოცდაოთხი მილიონ ას ოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) მოძიებისთვის, შემდგომში შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანის მიზნით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მიმართოს სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონების ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, მათ შორის, ამ მიმართულებით, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) დაბა ბაკურიანში ტობოგანის (მთის ციგის) მოწყობა;
ბ) კობი-გუდაურის მიმართულებით ახალი საბაგიროსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო წინასაპროექტო
(მათ შორის, გეოლოგიური, გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, არქეოლოგიური) სამუშაოების შესყიდვა-ჩატარება;
გ)
კობი-გუდაურის მთიანი რეგიონის, როგორც კურორტის განვითარების გენერალური გეგმის დამზადების მომსახურების შესყიდვა;
დ) დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის მოსაწყობად წინასაპროექტო
(მათ შორის, გეოლოგიური, გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, არქეოლოგიური) სამუშაოებისა და დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის მოსაწყობად საჭირო პროექტის შესყიდვა;
ე)
დაბა ბაკურიანში (კოხტას და მიტარბის მთებზე მდებარე) ახალი სათხილამურო ტრასების მომზადება, მათი მოვლა-პატრონობა და ამ მოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ატრიბუტების, დანადგარების, აღჭურვილობის, საქონლის, მომსახურებისა და ნებისმიერი სახის სამუშაოს შესყიდვა/მოწყობა;
ვ)
დაბა ბაკურიანში (კოხტას და მიტარბის მთებზე მდებარე) ახალი საბაგიროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/მოწყობა.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი
ი. ღარიბაშვილი