ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.07.2015
ძალის დაკარგვა 14.09.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის №163 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.11.2016
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №100
2015 წლის 17 ივლისი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე
დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბერის №19 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე
დროებითი სამუშაო ჯგუფის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის და ა.შ.) სახელდების და ნუმერაციის დადგენის პირობებს.
2. წესის მიღების მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის მოწესრიგება.
3. წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, ასევე, სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემა და ა.შ.და სხვა მსგავსი ობიექტი;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე, სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა;
გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით;
დ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა;
ე) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
ვ) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის ან ქალაქ რუსთავის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი;
ზ) ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით;
თ) ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსო (სათავსოები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მ/შ კომერციული) მიზნებისთვის;
ი) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება ან ნუმერაცია;
კ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;
ლ) ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 3🔗.
სახელდების და ნუმერაციის პრინციპები
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტთა სახელდებისა და ნუმერაციის ძირითადი პრინციპებია:
ა) ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გატარება;
ბ) ისტორიული ტოპონიმიკის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
გ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
დ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირებისთვის ხელშეწყობა;
ე) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა;
ვ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
ზ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ-კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;
თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
2. მართლმადიდებელი კონფესიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. სახელწოდება ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) მიიღწევა დუბლირების თავიდან აცილება;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის იმგვარი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და ნუმერაცია
1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გამოჩენილ პირთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზედწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ: სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნების ინიციალების გამოყენება (მაგ: „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
5. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ: „მეფე დიმიტრი თავდადებულის ქუჩა“).
6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგ: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგ: „26 მაისის მოედანი“).
7. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების (და სხვა მსგავსი) დასახელება მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტის დასახელებასთან.
8. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
9. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
10. ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) ნუმერაციის არარსებობა;
ბ) არსებულ დოკუმენტაციაში ობიექტისთვის მინიჭებული ნორმების არევა;
გ) ბინის გაყოფა;
დ) ბინების შეერთება;
ე) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნუმერაციის მოთხოვნის საჭიროება.
მუხლი 6🔗.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის შესახებ განკარგულებით (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით) იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების და ნუმერაციის შესახებ ადგილობრივ სახელისუფლო ორგანოებში შემოსული ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) წარედგინება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფს.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ ინიციატივას უნდა ერთვოდეს (კონკრეტული საჭიროების შესაბამისი):
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ;
დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, ბმა–ს კრების გადაწყვეტილება და ა.შ.).
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წესს შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული სხვა სუბიექტი.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთვოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა);
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფი. განხილვისას აღნიშნულმა ჯგუფმა უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფი, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში - სამთავრობო კომისია).
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაოს ჯგუფის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;
დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
10. ქალაქში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისთვის მიმართვას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად, უნდა დაერთოს:
ა) პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივნის სახელდებისას - სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;
ბ) ზონის, მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას - რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.
11. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს სამი თვის ვადაში.
12. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით) სახელდების შესახებ, ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 8🔗.
გეოგრეფიულ ობიექტებზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფი განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
2. საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:
ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
გ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ე) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რუსთავის სერვისცენტრს;
ვ) ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.
3. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები პერიოდულად მიაწვდიან დროებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ინფორმაციას ან/და წინადადებებს მათ ქვემდებარე ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.