„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №16 |
|
2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრძანება, გარდა ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლისა და მე-8 მუხლის მე-12 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 მაისიდან.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“; ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „მ1“, „ჟ“, „რ“, „ღ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის 11 პუნქტის, 121, 151, 161, 191, 21-ე მუხლებისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.“; გ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს. დ) მე-12 მუხლის: დ.ა) მე-11–მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის ობიექტის ნიმუშისა და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე. 12. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. 13. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისობა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან უნდა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. თუ ექსპერტიზას ატარებს შემსყიდველი ორგანიზაცია, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს შესყიდვის ობიექტის ნიმუშის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.“; დ.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს 131 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „131. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენლობა ან შეუსაბამობა სატენდერო განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.“; ე) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა – სატენდერო კომისიის მიერ მონაცემების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. 2. თუ ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. 3. თუ ტენდერის შედეგად ხელშეკრულება იდება უცხოელ კონტრაჰენტთან, ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად მითითებულია უცხო ქვეყნის სამართალი ან/და დავის განმხილველად განსაზღვრულია არბიტრაჟი ან უცხო ქვეყნის სასამართლო, რის გამოც ასეთი ხელშეკრულების პროექტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს შესაბამისი უწყებ(ებ)ის სამართლებრივ ექსპერტიზას ან თანხმობას, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადას. 4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად ან/და ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში. 5. ტენდერისთვის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება. 6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.“; ვ) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“; ზ) მე-19 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.“; ზ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს; ბ) სატენდერო განცხადების ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს); დ) ხელშეკრულების ღირებულებას; ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას; ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში); ზ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს (გამოყენების შემთხვევაში); თ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას; ი) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.“; ზ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.“; ზ.დ) მე-9–მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ზ.ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტით, აგრეთვე ამ წესის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი ან/და მათგან განსხვავებული პირობები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს მართავს/ფლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაცია.“; ზ.ვ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-15 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „15. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.“; თ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. 2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება: ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით; ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი. 4. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს. 5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას, ამ წესის შესაბამისად, წარედგინება ხელშეკრულების დადებამდე. 6. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 7. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.“; ი) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; ლ) 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; მ) 263 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლების შესახებ უნდა მიეთოთოს სატენდერო დოკუმენტაციაში.“; ნ) 264 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლების შესაძლებლობისა და ასეთი გათავისუფლების პირობების შესახებ უნდა მიეთითოს სატენდერო დოკუმენტაციაში.“; ო) 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა მისი პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.
2. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 16 ნოემბრიდან. |
|