„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის N190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№74/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016980
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №74/ნ

2015 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04.12.2013; ს/კ: 430210000.22.022.016710) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების:

1. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მეცნიერების განვითარების სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი;“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა)  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;“.

ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებას;“.

ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი. ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის განუხორციელებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

4. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

დ) ხელმძღვანელობს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს საქმიანობას;

ე) განიხილავს და ანაწილებს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

ზ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და მინისტრის პირველი მოადგილის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის  სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსისა  და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;“.

7. მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

„მუხლი 13

1. მეცნიერების განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

ბ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;

ე) მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;

ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

2. მეცნიერების განვითარების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეცნიერების განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თამარ სანიკიძე


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე