„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.07.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 628 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.06.2015 ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 06.10.2014 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.02.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.09.2022 ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2015 წლის 16 ივლისი დაბა ხულო „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების წესი,  თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საპატიო ხულოელის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №01 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  (www.matsne.gov.ge), 27.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010225002035136016080).  მუხლი 3🔗                 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე                                                                                                                              დანართი №1 „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗 1. ამ წესით განისაზღვრება „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი. 2. „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. „საპატიო ხულოელის“ წოდებას ანიჭებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და/ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის  საფუძველზე. 2.  საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას  ბრძანების ფორმით იღებს  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. „საპატიო ხულოელის“ წოდება, ხულოელის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება ხულოს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხულოს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და ხულოს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 4. „საპატიო ხულოელის" წოდების  მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო ხულოელის" წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა. 5. „საპატიო ხულოელის“ წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც. 6. „საპატიო ხულოელის" წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის.  დაუშვებელია „საპატიო ხულოელის" წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლების ანდა საიუბილეო თარიღის გამო. 7. „საპატიო ხულოელის" წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო  ვითარებაში გადასცემს  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი. მუხლი 3🔗 1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს: ა) საქართველოს პარლამენტის წევრს; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ვ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს; ზ) შვიდკაციან  საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთოდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა). 2. ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის  წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ან უფლებამოსილ პირს,  რასაც წერილობითი სახით უნდა ახლდეს: ა) კანდიდატის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; ბ)  კანდიდატის ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4; გ) კანდიდატის  წერილობითი თანხმობა „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე (გარდაცვლილი პირის შემთხვევაში – მემკვდრეობის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობა). მუხლი 4🔗 1. საპატიო ხულოელს, როგორც წესი, ხულოს მუნიციპალიტეტში „შუამთობის“ დღესასწაულზე (განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს), გადაეცემა „საპატიო ხულოელის“ მოწმობა. 2. საპატიო მოწმობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბეჭდით. 3. საპატიო ხულოელის მონაცემები შეტანილი იქნება საპატიო ხულოელის წიგნში, რომელიც ინახება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მუხლი 5🔗 1. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა საპატიო ხულოელის წოდება , ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედევად,  ხულოს მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით, რითაც სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა საპატიო ხულოელის წოდება, უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა  შემუშავებაში; ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი  ხულოელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. მუხლი 6🔗 1. „საპატიო ხულოელის" წოდების ჩამორთმევა შეუძლია  მხოლოდ წოდების მიმნიჭებელ ორგანოს ან უფლებამოსილ  პირს, მის  მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით,  შემდეგ შემთხვევებში: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 2. „საპატიო ხულოელის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს  მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით. მუხლი 7🔗 1. „საპატიო ხულოელის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა. 2. საპატიო  წოდების შესახებ ჩანაწერი კეთდება სპეციალურ წიგნში. 3. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  შესაბამისი სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია  (ფოტოსურათი, ბიოგრაფია, ცნობები – თუ რა დამსახურებისათვის მიენიჭა პირს ეს წოდება).