მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.07.2015
ძალის დაკარგვა 25.12.2017
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.103.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 12 | ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსამრეცხაოები |
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სამეწარმეო საქმიანობა |
| 1. | აგრარული ბაზრები და ბაზრობები |
| 2. | სასტუმროები, ჰოსტელები |
| 3. | B&B, კემპინგები და სხვა ტიპის ღამის სათევები |
| 4. | სხვადასხვა ტიპის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) |
| 5. | ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები |
| 6. | რესტორნები, კაფე-ბარები ნებისმიერი სახის სასადილო |
| 7. | პურის საცხობები, საცხობები, სწრაფი კვების ობიექტები, საოჯახო სამზარეულოები |
| 8. | ბანკები,საკრედიტო ორგანიზაციები და სხვადასხვა ტიპის ოფისები და სერვის- ცენტრები |
| 9. | სადალაქოები და სილამაზის სალონები |
| 10. | მცირე სამეწარმეო საქმიანობა (საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, საამქროები) |
| 11. | მგზავრთა გადამყვანი საბაგირო გზა |
| 13. | მუზეუმები (შენობა-ნაგებობით) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2015 წლის 16 ივლისი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს
:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
1.
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელებისა და მოსაკრებლის გადახდის წესი (დანართი№1).
2.
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები (დანართი №2).
3.
ქვითრის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 3🔗
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №20 დადგენილების:
1.
1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;
2.
დანართი №3.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელებისა და მოსაკრებლის გადახდის წესი
მუხლი 1🔗. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მესტიის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში,რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ,კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის,აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
3. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
4. მოსახლეობისათვის ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისათვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდა მოხდება თითოეულ კომლზე.ორგანიზაციების,დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის (ი/მ,მ/მ.შპს და სხვა) – დაგროვილი ნარჩენების წონის,მოცულობის ან და დაგროვების ნორმის,ნარჩენის სახეობის მიხედვით,აგრეთვე ნარჩენის წარმომქმნელის შემოსავლის,ქონების დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის მომხმარებელთა რაოდენობის(ადგილი,საწოლი,მოსწავლე),მიღებული სხვა საბინაო და კომუნალური მომსახურების მოცულობის(ღირებულების) და დაგროვილი ნარჩენების წონასა და ნარჩენის წარმოქმნის ადგილიდან მისი ნარჩენების დამუშავების ან საბოლოო განთავსების ადგილამდე მანძილის მიხედვით.
5. მოსაკრებლის გადახდა შეიძლება მოხდეს შეტყობინებების, მიღება-ჩაბარების აქტის და, ასევე, ქვითრის საუძველზე. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, შეტყობინება და ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, ორგანიზაციებისა და დაწესებულებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებების ხელმძღვანელი პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური ან თხევადი ნარჩენი. ფიზიკური პირებისათვის დაბის ტერიტორიული ორგანოდან მოწოდებული, დაბაში არსებული მოსახლეობის შესახებ მონაცემების შესაბამისად.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის განაკვეთი
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ყოველთვიური დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვროს ერთ კომლზე 2 (ორი) ლარის ოდენობით.
2. 1მ3 ნარჩენის შეგროვება – ტრანსპორტირება და გაუვნებლების-გადაფარვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 10 ლარით.
3. მოსაკრებლისაგან თავისუფლდებიან:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ)ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები;
გ) პირველი ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის 57 000 ან 57000-ზე დაბალი);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები(18 წლამდე ასაკის ხუთი და მეტი შვილი).
4. მოსაკრებლის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
5. დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის გადასახადის ჩარიცხვა უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან ქვითრის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ან ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე, მთელი წლის განმავლობაში, მოსახლეობისათვის შეტყობინებების საფუძველზე.
6. გადასახადის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით.
მუხლი 3🔗.მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე –
220122900, სახაზინო კოდი –
300413189, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო,რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია(დანართი №3):
ა) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
ბ) დაწესებულების კატეგორიიდან გამომდინარე, ზომის ერთეული (მ2, სკამი, ლოგინი, დასაქმებული მოსწავლე და ა.შ.);
გ) ერთეულის მთლიანი რაოდენობა;
დ) გადასახდელი თანხა;
ე) დარჩენილი გადასახადი;
ვ) კრედიტი.
3. ტურისტული სეზონი სვანეთში იყოფა ორ, ზამთრის და ზაფხულის სეზონებად. გამომდინარე იქიდან,რომ ზამთრის ტურიზმი სუსტადაა განვითარებული, ის ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ ტურისტების მიღება-განთავსებას, ზამთრის სეზონზე (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) გადაიხდიან გადასახდელი თანხის 50%-ს.
4. გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ.
5. საოჯახო სასტუმროებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი შეადგენს დანართი 1-ის, მე-2 გრაფაში გაერთიანებული ობიექტებისათვის განსაზღვრული გადასახადის 50%-ს.
6. წინამდებარე დადგენილება ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ამოქმედდეს მომსახურების გაჩენის მომენტიდან.
7. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე და სხვა ნებისმიერი სახის ობიექტებიდან და ასევე დაწესებულებებიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა განისაზღვროს ნარჩენების წარმოქმნის ადგილსა და საბოლოო განთავსების ადგილს შორის მანძილის მიხედვით. ერთი კილომეტრის მანძილზე მომსახურების ღირებულების მინიმალური ზღვარი შეადგენს 1.50 (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი). აღნიშნული მომსახურების საფასური შესაძლებელია გაიზარდოს მომსახურების სირთულიდან გამომდინარე და ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, სადაც ა(ა)იპ „დასუფთავების მომსახურების" სერვისი არ მიეწოდება.
მუხლი 4🔗. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები-ურნები და მათი გამოყენების წესი
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში განლაგებული ურნები არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება.
მუხლი 5🔗. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისას უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.
2. ნარჩენების ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება.
3. ნარჩენების მოსათავსებელ ურნებს შორის მანძილი განისაზღვროს მინიმუმ 100 მ-ით. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ან ნარჩენების წარმომქმნელო ობიექტების სიმჭიდროვე.
მუხლი 6🔗. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და განთავსება
მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება;
ბ) მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მუნიციპალური ნარჩენებით, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, რაც განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის X თავით.
მუხლი 8🔗. სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება
სამედიცინო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" მოთხოვნების შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 9🔗.სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება
1. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელია პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან შენობა-ნაგებობაში ამ პირის მიერ უშუალოდ ან მესამე პირის მიერ სრულდება სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო ნარჩენების წარმოქმნით.
2. მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნარჩენები შეაგროვოს ერთად, მისსავე ტერიტორიაზე. თუ სამშენებლო ნარჩენის ამ წესით შეგროვება შეუძლებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე შეუძლია გამოიყენოს ქუჩის სავალი ნაწილი, ტროტუარი ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ნაწილი.
3. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ ნარჩენის წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება საკუთარი ხარჯებით.
მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული წესების დარღვევაზე, წესების დაცვის კონტროლი და მექანიზმი
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას ამ წესის მოთხოვნები.
2. ნარჩენების კონტეინერის მითვისება, მოპარვა, განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ წესების დარღვევის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით.
4. თუ ამა თუ იმ პირის მიერ ამ წესის დარღვევით ზიანი მიადგა მესამე პირს, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს დამრღვევს მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
5. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წესის დარღვევით მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
6. ამ წესის დაცვაზე ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებს ა(ა)იპ „მესტია დასუფთავება“, რომელსაც ევალება ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება. დარღვევის გამოვლენისთანავე აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია აცნობოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც ევალება ამ წესების დაცვაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა.
გარდამავალი დებულება:
1. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, წესის თანახმად კენჭისყრის დღიდან.
დანართი №2
№
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის
ერთეული
ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (N) წელიწადში მ3
1მ3 ნარჩენების გატანის ღირებულება (C) (ლარი)
მოსაკრებლის რაოდენობა თვეში(ლარი) 1
კვ.მ-ზე, ერთ
მომხმარებელზე
1.
აგრარული ბაზრები და ბაზრობები
1მ2
0,9
10
0,75
2.
სასტუმროები, ჰოსტელები
1ლოგინზე
1.2
10
1.00
3.
B&B, კემპინგები და სხვა ტიპის ღამის სათევები
1მ2
0,12
10
0,1
4.
სხვადასხვა ტიპის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
1მ2
0,76
10
0,63
5.
ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
1მ2
0,76
10
0,63
6.
რესტორნები, კაფე-ბარები ნებისმიერი სახის
სასადილო
1 მომხმარებელზე (სკამზე)
0,75
10
0,62
სარიტუალო დარბაზები
1 მომხმარებელზე (სკამზე)
0,6
10
0,5
7.
პურის საცხობები, საცხობები, სწრაფი კვების ობიექტები, საოჯახო სამზარეულოები
1მ2
0.6
10
0,50
8.
ბანკები,საკრედიტო ორგანიზაციები და სხვადასხვა ტიპის ოფისები და სერვის- ცენტრები
1მ2
0,6
10
0,50
9.
სადალაქოები და სილამაზის სალონები
1მ2
0,55
10
0,45
10.
მცირე სამეწარმეო საქმიანობა (საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, საამქროები)
1მ2
0,55
10
0,45
11.
მგზავრთა გადამყვანი საბაგირო გზა
1 ადგილზე
0,55
10
0,45
12
ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსამრეცხაოები
1მ2
0,55
10
0,45
13.
მუზეუმები
(შენობა-ნაგებობით)
1მ2
0.06
10
0.05
14.
კინოთეატრები, თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.40
(0.40.400)
10
0.33
15.
შსს უწყებები: სამაშველო სამსხური
„112", დაცვის პოლიცია, საუწყებო და სასაზღვრო პოლიცია, პოლიცია, უშიშროების სამსახური
(შენობა-ნაგებობით)
1მ2
0,55
10
0.45
16.
პროკურატურა, სოციალური
სააგენტო, იუსტიცია
1მ2
0,25
10
0.20
17.
ა/მანქანების სარემონტო
სადგურები, ტექ.მომსახურების ობიექტები
სამუშაო ფართის 1მ2
0,55
10
0,45
18.
ბიბლიოთეკები, არქივები, რესურს
-
ცენტრი (შენობა-ნაგებობით)
1მ2
0.15
10
0.12
19.
არასამთავრობო ორგანიზაციები
1მ2
0.15
10
0.12
20.
საავტომობილო სადგურები ან მგზავრების
მომსახურებით დაკავებული დაწესებულება
გადაზიდულ მგზავრთა რაოდენობაზე
0,30
10
0,25
21.
აეროპორტი
1 მგზავრზე და მომსახურე პერსონალზე
0,30
10
0.25
22.
სკოლები,კოლეჯები, ,საბავშვი ბაგა-
ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
1მოსწავლეზე და მომსახურე პერსონალზე
0,04
10
0,03
23.
პროფესიული სასწავლებლები
1მოსწავლეზე და პერსონალზე
0.3
10
0.25
24.
საავადმყოფოები
1 საწოლი და მომსახურე პერსონალზე
0.6
10
0.50
25.
აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)
1მ2
0.4
10
0.30
26.
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური (შიდა ფართის მიხედვით) ცენტრები
1მ2
0,12
10
0.10
27.
ცხოველთა თავშესაფარი, თავლა-
საჯინიბო (დამსვენებლების მომსახურების
სერვისისთვის განკუთვნილი ცხენების
ორგანიზებული სადგომი)
1მ2
0.83
10
0.70
28.
სპორტულ დაწესებულებებისათვის (შენობა-ნაგებობით)
1მ2
0.04
10
0.03
მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდი: M =N x Cxk:12
მაგ.: M = 0,04 x 10 x 1:12
M = 0.03 (1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე)
შესაბამისად: M ანუ მიღებული, გამრავლდება დაკავებულ ფართზე ან მომხმარებელთა რაოდენობაზე(ადგილი,საწოლი,მოსწავლე).
M –
არის ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (კუბმეტრი) წელიწადში 1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე თვეში;
N –
ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება;
K –
დაკავებული ფართი ან მომხმარებელთა რაოდენობა.
დანართი №3
2015წ.
ქვითრის N
გადასახის დასახელება: დასუფთავების მოსაკრებელი
აბონენტი:-------------------------------------------
-------------------------------------------
მისამართი-- -----------------------------------------
ზომის ერთეული
საერთო რაოდენობა
გადასახდელი თანხა
გადახდილია
დარჩენილი
წინა დავალიანება
გადასახდელი
თანხა
მთლიანი გადასახადი
კრედიტი
გადახდის თარიღი
----- -------------2015წ.
მოლარის ხელმოწერა--------------------------------------
გთხოვთ------------ 2015-მდე გადაიხადოთ აღნიშნული თანხა
ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: T-------------------