შპს "მალი XXI"-ის განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ(მესაკუთრე ჭიჭიკო მსხილაძე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2015 წლის 17 ივლისი
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342)
დირექტორი: დავით თორაძე
მისამართი : ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117
ელფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M212 |
| უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: ჭიჭიკო მსხილაძე; პირადი №17001012148; მცხოვრები: ვანი, ს. დიხაშხო |
| აუქციონის ჩატარების დრო: 29.07.2015 წლის 12:30 სთ-დან 04.08.2015 წლის 12:30 სთ-მდე |
| აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI” |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 9941.70 ლარი და 162.5 ლარი |
| უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: რაიონი ვანი, სოფელი დიხაშხო, მიწის ნაკვეთი: 5110 კვ.მ; მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 31.07.24.010 |
| უძრავი ნივთის აღწერა: რაიონი ვანი, სოფელი დიხაშხო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 5110.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 148.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 31.07.24.010 |
| გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება; |
| აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს “თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს ; ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით ; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge -ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე ; 3. eAuction.ge- ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით ; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით , არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა ; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს ; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის , სტატუსი ; ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. |
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, დირექტორი დავით თორაძე