მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №352
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.018737
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.07.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ოფიციალური სტატისტიკის შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №352
2015 წლის 17 ივლისი
ქ.თბილისი
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილების შესაბამისად და „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №59 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების
და ადმინისტრირების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემების მიწოდების, დამუშავების, სისტემის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ და მონაცემთა წარდგენისათვის ვალდებულ ორგანოებს.
მუხლი 2🔗
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების დამუშავებას და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს მიგრაციის ტენდენციების დასადგენად.
მუხლი 3🔗
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნას და ადმინისტრირებას, სისტემისათვის მონაცემთა დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 4🔗
სააგენტოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს წარუდგენენ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
თ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მუხლი 5🔗
კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების წესი და მოცულობა განისაზღვრება სააგენტოსა და ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ორგანოებს შორის დადებული მემორანდუმების საფუძველზე.
მუხლი 6🔗
სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის მე-2 მუხლში მითითებული ინფორმაციის დაცვა და მის საფუძველზე წარმოებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.