აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1110- შპს "ხობის კომუნალური სერვისი" -ის გაკოტრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1110 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2015 წლის30 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,ხობის კომუნალური სერვისი’’ (ს/ნ 244547200).

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე.

მოთხოვნა – შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ გაკოტრება.

განიხილა შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ დირექტორის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და                  

 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 25 ივნისს შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია წარმოადგენს, 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და შპს „ნერგის“ (ს/ნ 219983695), შპს „ქ. ფოთის ქალაქ დასუფთავება, კეთილმოწყობა, გამწვანების“ (ს/ნ 215082586), შპს „ხობის რაიონის შუა ხორგის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ხორგას“ (ს/ნ 244548502), შპს „მშენსერვისის“ (ს/ნ 215081471), შპს „კოლერის“ (ს/ნ 200008044), შპს „თბილისის მეყვავილეობის საწარმოო სავაჭრო მეურნეობა ალექსანდრას“ (ს/ნ 204378477), შპს „ნერგის“ (ს/ნ 226517882), შპს „ზეინდარის“ (ს/ნ 229654111) და შპს „დასუფთავების“ (ს/ნ 237081901) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე, ასევე არც საკუთრებაში, უძრავი ქონება არ ერიცხება. როგორც სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 17 ივნისის MIA 1 15 01307171 წერილიდან ირკვევა, სარეგისტრაციო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს „ხობის კომუნალური სერვისის” (ს/ნ 244547200) და მისი წინამორბედი საწარმოების, შპს „ნერგის“ (ს/ნ 219983695), შპს „ქ. ფოთის ქალაქ დასუფთავება, კეთილმოწყობა, გამწვანების“ (ს/ნ 215082586), შპს „ხობის რაიონის შუა ხორგის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ხორგას“ (ს/ნ 244548502), შპს „მშენსერვისის“ (ს/ნ 215081471), შპს „კოლერის“ (ს/ნ 200008044), შპს „თბილისის მეყვავილეობის საწარმოო სავაჭრო მეურნეობა ალექსანდრას“ (ს/ნ 204378477), შპს „ნერგის“ (ს/ნ 226517882), შპს „ზეინდარის“ (ს/ნ 229654111) და შპს „დასუფთავების“ (ს/ნ 237081901) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

ასევე, ორსანტის შპს „ნერგის“ (მონაცემთა ბაზაში არ არის საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული, მისამართი: სოფ. ორსანტია) სახელზე რეგისტრირდება სატრანსპორტო საშუალება „საზ 3507“ (ძრავის N229706, შასის N1052936, ფერი – ლურჯი 4/8, გამოშვების წელი – 1987) სახელმწიფო სანომრე ნიშნით FAU-766. გაერთიანება „საქნერგეს“ (მონაცემთა ბაზაში არ არის საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული, მისამართი: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ორსანტია) სახელზე რეგისტრირდება სატრანსპორტო საშუალება „საზ 3507-16“ (ძრავის N105255, შასის N1237706, ფერი – ლურჯი 2/8, გამოშვების წელი – 1990), სახელმწიფო სანომრე ნიშნით FAU-113. შპს „კოლერის“ (მონაცემთა ბაზაში არ არის საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული, მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის ქ. №41) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ოდაზ 9370“ (შასის N2275, ფერი –ლურჯი 2/8, გამოშვების წელი – 1982), სახელმწიფო სანომრე ნიშნით AB-249. სახაზინო საწარმო „დასუფთავების“ (მონაცემთა ბაზაში არ არის საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული, მისამართი ოზურგეთი, გ. ეპისკოპოსის ქ. №3) სახელზე რეგისტრირდება სატრანსპორტო საშუალება „გაზ 53“ (ძრავის N283680, შასის N1159123, ფერი – მწვანე 2/8, გამოშვების წელი – 1989) სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAM-312.

შპს „ნერგი“ (ს/ნ 219983695) არ წარმოადგენს გაერთიანება „საქნერგეს“ უფლებამონაცვლე ორგანიზაციას. იგი დაფუძნებულია, ორსანტიის სახელმწიფო სახაზინო საწარმო „ნერგის“ ქონების ბაზაზე და არის მისი სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალება „საზ 3507-16“ (ძრავის N105255, შასის N1237706, ფერი – ლურჯი 2/8, გამოშვების წელი – 1990) სახელმწიფო სანომრე ნიშნით FAU-113, არც წარმოადგენს, შპს ”ხობის კომუნალური სერვისის” (ს/ნ 244547200) წინამორბედი ორგანიზაციის შპს „ნერგის“ (ს/ნ 219983695), ბალანსზე და საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ქონებას. რაც შეეხება, სატრანსპორტო საშუალებებს: 1 „საზ 3507“ (ძრავის N229706, შასის N1052936, ფერი – ლურჯი 4/8, გამოშვების წელი - 1987) სახელმწიფო სანომრე ნიშნით FAU-766; 2„ოდაზ 9370“ (შასის N2275, ფერი – ლურჯი 2/8, გამოშვების წელი – 1982), სახელმწიფო სანომრე ნიშნით AB-249; 3„გაზ 53“ (ძრავის N283680, შასის N1159123, ფერი – მწვანე 2/8, გამოშვების წელი – 1989) სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAM-312; აღნიშნული 3 სატრანსპორტო საშუალება ვერ იძებნება, შესაბამისად უცნობია მათი ნარჩენი ღირებულებაც. ორგანიზაციას ბალანსზე და საკუთრებაში სხვა მოძრავი ქონება არ ერიცხება.

შპს „ხობის კომუნალური სერვისს” (ს/ნ 244547200) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. უზრუნველყოფილი კრედიტორია, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და ყადაღით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს –143 480.64 (ასორმოცდასამიათას ოთხასოთხმოცი და 64) ლარს. განმცხადებლის განმარტებით საზოგადოებას დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს ლიბერთი ბანკში, სადაც თანხა არ ერიცხება, ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ითხოვს შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ გაკოტრებას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განმცხადებლის შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის’’ (წარმომადგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

2 . მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5 . იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9 . განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 13 აგვისტოს 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3).

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2015 წლის 10 ივლისამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

12 . განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .

 

მოსამართლე                 გენადი მაკარიძე