აღსრულების ეროვნული ბიურო -ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1999-14 (შპს "ჯორჯიან ფორესთი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1999-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

    საქმე 2/ 1999-14

 

                                                   ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

        10 ივლისი, 2015 წელი                                                                                                   ქ. ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: ნოდარი გიორგიძე

  

კრედიტორთა კრებას ესწრებოდნენ:

განმცხადებელი: შპს ,,ჯორჯიან ფორესთის’’ დირექტორი აკაკი თოდუა.

წარმომადგენლები: პავლე აბოვიანი, ირმა ტოგონიძე

გაკოტრების მმართველი: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე;

კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

1. შპს ,,ჯორჯიან ფორ ე სთის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2015 წლის 3 აგვისტოს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება.

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3.    დაევალოს შპს ,,ჯორჯიან ფორ ე სთის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 

      სხდომის თავმჯდომარე:                                               /გენადი მაკარიძე/

      სხდომის მდივანი:                                                          /ნოდარი გიორგიძე/