„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4200-Iს
სარეგისტრაციო კოდი
080090020.05.001.017910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ უპასუხებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის/საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში;“.

2. მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი), გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცემს მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს.“.

3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 სექტემბერი 2015 წ.

N4200-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.09.2015.
როდის იქნა მიღებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4200-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 080090020.05.001.017910.
რამდენი მუხლისგან შედგება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4200-Iს, 03.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.017910 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2915974/