⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.07.2015
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1100
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 750 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2015 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
კანდიდატის სახელი, გვარი
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება № 1100 2015 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №4. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი №1 ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება,  ბიზნესის ადმინისტრირების  ან/და სოციალური მეცნიერებების  (დარგი/სპეციალობა – პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები) ან/და სამართალმცოდნეობის  მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია მუშაობის 2-წლიანი  გამოცდილება;  სასურველია სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონპროექტების, ანგარიშების შედგენის მუშაობის გამოცდილება; გ) აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა; დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint კარგი ცოდნა; 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანება; ვ) კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ (1951წ.); ზ ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის 31 იანვრის ოქმი ; თ ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ “ საქართველოს კანონი; ი) „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" საქართველოს კანონი; კ) „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილება; ლ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას  დაქვემდებარებული  ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება. დანართი №2 გასაუბრების შეფასების ფორმა №1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ შეფასებისას ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            _________________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა №2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            __________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________________ დანართი №4 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________      № კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________.