თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/9127-15 (შპს „ოილ-888" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/9127-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 9 ივ ლის ი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს ,,ოილ-888’’ (ს/კ 202886154)
წარმომადგენელი: გიორგი ჟამუტაშვილი (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ოილ-888”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 13 მაისს განცხადებით მომართა შპს ,,ოილ-888’’-ის (ს/კ 206336883) წარმომადგენელმა გიორგი ჟამუტაშვილმა და ითხოვა შპს ,,ოილ-888’’-ის (ს/კ 206336883) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს ,,ოილ-888’’ (ს/კ 206336883) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის 5 დეკემბრიდან და ფუნქციონირებს. საზოგადოების ძირითად სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენდა ნავთობპროდუქტების რეალიზაცია. კომპანიას 2010 წლიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. 2015 წლის 13 მაისის მდგომარეობით შპს ,,ოილ-888’’-ის (ს/კ 206336883) დავალიანება შეადგენს 3 241,50 ( სამი ათას ორასორმოცდაერთი მთელი ორმოცდაათი მეასედი) ლარს. თუმცა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიას არ შეუძლია დავალიანების დაფარვა.
განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმოს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში, არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. ერთადერთ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს შემოსავლების სამსახური მოთხოვნით 3241,50 (სამი ათას ორას ორმოცდაერთი მთელი ორმოცდაათი მეასედი) ლარი.
ამ გარემოებებზე მითითებით, განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,ოილ-888’’-ის (ს/კ 206336883) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,ოილ-888’’-ის (ს/კ 206336883) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ოილ-888’’-ის (ს/კ 206336883) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. კრედიტორებს ასევე განემარტათ, რომ, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც გახდებოდა მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 5 ივნისს, ხოლო კრედიტორს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს კი ჩაჰბარდა 2015 წლის 3 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს ,,ოილ-888’’-ს (ს/კ 206336883) კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
აღნიშნული კი საფუძველია შპს ,,ოილ-888’’-ის (ს/კ 206336883) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ოილ-888’’ (ს/კ 206336883) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს
მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს ,,ოილ-888’’-ს (ს/კ 206336883) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე