საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1567
2015 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში განსაზღვრულ პირებს უსასყიდლოდ, დროებით ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადასცეს შემდეგი სახის მოძრავი ქონება:
ა) საარჩევნო ყუთები;
ბ) კენჭისყრის კაბინები;
გ) სხვა საარჩევნო ინვენტარი.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დროებით ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ:
ა) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის:
ა.ა) რომელთა საქმიანობაც პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობასთან;
ა.ბ) რომელთაც სამართლებრივი სახის ურთიერთობები აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ან/და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან;
ა.გ) რომელთაც აღნიშნული ინვენტარი ესაჭიროებათ საკუთარი წესებით ან/და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ ჩასატარებელ არჩევნებსა თუ სხვა მსგავსი დანიშნულების არაკომერციული სახის საქმიანობასთან;
ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობებისათვის.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციების წერილობითი მიმართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ პირად განისაზღვროს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. განკარგულება ძალაშია 2016 წლის პირველ სექტემბრამდე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 17.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1567. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019637.
- სად არის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1567, 17.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019637 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2920205/