ს.ს."ელექტროიზოლიტი" -ის განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ელექტროიზოლიტის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 12 აგვისტოს 14-00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „ელექტროიზოლიტის“ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება.
სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2015 წლის 21 ივლისი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე. რეგისტრაციის დაწყების დრო 2015 წლის 12 აგვისტოს 13.00 სთ.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 12 აგვისტომდე ყოველ სამუშაო დღეს 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ელექტროიზოლიტის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ან სს „ელექტროიზოლიტის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
სს „ელექტროიზოლიტის“ დირექტორი თამაზ ქამხაძე