ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1055-15 (შპს „ბლექ სი ინვესტი“) - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1055-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1055-15წ.

 

საოქმო განჩინება

 

2015 წლის  21 ივლისი

 

ქ. ქუთაისი

 

  კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

  კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება გადაიდოს და დაინიშნოს 2015 წლის 30 ივლისს, 13:45 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2. კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხი:

ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა;

ბ) კრედიტორ მარინა გეგიას მოთხოვნის შემოწმება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

სხდომის თავმჯდომარე :                ხელმოწერილია / გენადი მაკარიძე/

სხდომის მდივანი :                           ხელმოწერილია    /ნოდარ გიორგიძე/