⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.10.2020)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2015
ძალის დაკარგვა 22.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 314 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2015 მიღება
22.10.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №81 2015 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და   „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის  პირველი ნაწილის შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის პლასტიკურ ბარათს საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლის ზომაა (8,7 X 5,5). 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:    ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;    ბ) სახელსა და გვარს;    გ) დაკავებულ თანამდებობას;    დ) საჯარო მოსამსახურის ფერად ბიომეტრიულ ფოტოსურათს;    ე) მოწმობის ნომერს;    ვ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერას;    ზ) მოწმობის მოქმედების ვადას;    თ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი);    ი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს   ემბლემას; 3. სამსახურებრივი მოწმობა შეიძლება იყოს დამცავი ჰოლოგრამით ან მის გარეშე. 4. სამსახურებრივი მოწმობა შეიძლება შეიცავდეს  იარაღის ტარების უფლების შესახებ ჩანაწერს. 5.სამსახურებრივი მოწმობა შეიძლება შეცავდეს ჩანაწერს მოსამსახურისთვის მინიჭებული სპეციალური წოდების შესახებ.