„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.173.016096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2015 წლის 24 ივლისი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში (ვებგვერდი 31.12.2014 სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.173.016063) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე მუხლი:
 

„მუხლი 22. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის და სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებებზე

1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა კლევას, დაუფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი ან გადახდილი თანხის 100%, არაუმეტეს 200 ლარისა წელიწადში, ხოლო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებათა კვლევას, დაუფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი ან გადახდილი თანხის 100%, არაუმეტეს 250 ლარისა წელიწადში.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა;

ვ) კალკულაცია;

ზ) საბანკო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი);

თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ანგარიშ-ფაქტურა, შემოსავლის ორდერი (მოქალაქის მიერ გამოკვლევის თვითდაფინანსების შემთხვევაში).

3. ანგარიშსწორება:

ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო მოქალაქის მიერ თვითდაფინანსების შემთხვევაში, მოქალაქის (საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის მშობლის) მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, შემოსავლის ორდერის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა) და მომსახურების შემდგომ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.07.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.173.016096.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 24.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016096 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2921553/