კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება № 2/169
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტები შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში.
2. დაევალოს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურს, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მათი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტების მონაცემების სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსათვის წარდგენა.
3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
| ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
|
|
ხოხმელის სასაფლაოს ნაეკლესიარი |
მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხოხმელი |
არქიტექტურის |
გავიანი შუა საუკუნეე-ბი |
|
|
სადახლოს ქარვასლა და მარანი |
მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. სადახლო |
არქიტექტურის/ ეთნოგრაფიული |
XVIII-XIX სს. (?) |