„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №374 |
|
2015 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 010240010.10.003.017451) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის დოკუმენტთბრუნვას; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვასა (საიდუმლო საქმისწარმოებას) და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; ახორციელებს აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას; წარმართავს აპარატის საარქივო საქმიანობას; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; ხელს უწყობს დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების ორგანიზებას, საგამომცემლო საქმიანობას, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემას, რომელთა მიზანია ქართულ დიასპორაში ისტორიულად და თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ღირსშესანიშნავი მოვლენების გამოკვლევა, სათანადო ასახვა და წარმოჩინება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. აპარატის სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი აპარატის სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი: ა) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცედურებს და შესყიდვების ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლს; ბ) ამარაგებს აპარატს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და პერმანენტულად ანახლებს არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №374. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.10.003.018758.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №374, 24.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.018758 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2923141/