⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.12.2017)
გაუქმებულია:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2015
ძალის დაკარგვა 28.12.2017
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 757 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2015 მიღება
28.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 24 ივლისი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის   მუნიციპალიტეტის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის   სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის სტრუქტურული  ერთეული, რომელიც  უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას  და  განხორციელებას. 2.  სამსახური  თავის  საქმიანობას  წარმართავს მოქმედი  კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა  და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება  გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქუჩა №24. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის განყოფილებისაგან  და შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან. 2.  სამსახურის დარგობრივი  სპეციალისტები არიან: ა) მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში; ბ) მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში; გ) სპეციალისტი სოც. დაცვის საკითხებში. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე,    რომელსაც  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი  წესით  თანამდებობაზე  ნიშნავს და  ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის  გამგებელი. უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მისი  დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების  უფროსი. 4. სამსახურის  განყოფილება  შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების  საქმიანობას წარმართავს განყოფილების  უფროსი, რომლის  უფლებასილებები  და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  გამგეობის შესაბამისი დებულების  მიხედვით. განყოფილების უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მის  მოვალეობას  ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება  გამგეობის  შესაბამისი დებულებით. 7. სამსახურის  მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი  კარიერის გავლის  წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო  სამსახურის  შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი  წესით  უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობისა და  სოციალური  დაცვის  მუნიციპალური  პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული საზოგადოებრივი  ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) ჯანდაცვის  მუნიციპალური ობიექტების მართვას; დ) შეიმუშაოს   წინადადებები  და  დასკვნები თვითმმართველი  ერთეულის ტერიტორიაზე სამკურნალი-პროფილაქტიკური დაწესებულებების გახსნის, გაუქმების და რეორგანიზაციის  შესახებ; ე) სამსახურის  კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და განახორციელოს  ორგანიზაციული ღონისძიებები; ვ)უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ზ) განახორციელოს  საქრთველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი ა) წარმართავს სამსახურის  საქმიანობას და  ახორციელებს შესაბამისი  სამსახურის საჯარო  მოსამსახურეთა  საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს  აგებს  გამგეობის სამსახურისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) საქმიანობის  ძირითადი  მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს სამსახურის მომსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, გამგებელს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა   შესრულებას; ვ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის  მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სამსახურის სოციალური დაცვის  განყოფილების ფუნქციები სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) სოციალურ და დასაქმების მუნიციპალური პროგრამათა განხორციელების ხელშეწყობას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. მთავარი სპეციალისტის ფუნქციები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სპეციალისტი დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას. დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. მთავარი სპეციალისტის ფუნქციები სოციალური დაცვის სფეროში სამსახურის მთავარი სპეციალისტი დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; გ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; დ) ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების აღრიცხვას და მათზე მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დახმარების გაწევას; ე) ხანდაზმულების აღრიცხვას, უკიდურესად მძიმე ფიზიკური შესაძლებლობის სოციალური ფენების შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით უზრუნველყოფას; ვ)ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე პირთა აღრიცხვას და მათთვის სახელმწიფო პროგრამებით უზრუნველყოფას; ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტი ოჯახების მონაცემებთა ერთიანი ბაზის შექმნას და მათთვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროექტების ფარგლებში დახმარების გაწევას; თ) ხანძრით და სხვა სტიქიური უბედურებით დაზარალებული ოჯახების ერთიანი ბაზის შექმნას და მათი დახმარების მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების უზრუნველყოფას. მუხლი 8🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. მუხლი 9🔗. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.