⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2018)
გაუქმებულია:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2015
ძალის დაკარგვა 02.02.2018
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 664 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2015 მიღება
02.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2015 წლის 24 ივლისი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  ,,ბ’’ ქვეპუნქტის   შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,  სპორტის განვითარების  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სამსახურის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის,  სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის,   სპორტის განვითარების, და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №19 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური 1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების, კულტურისა და გენდერულ საკითხთა განყოფილება; ბ) სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება; გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების  მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურის,  სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის განათლების, კულტურისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ფუნქციები სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ე) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ზ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; თ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციები სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადების; ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.  თ) ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუტურის განვითარების ხელის შეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა. მუხლი 6🔗. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა. ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა; გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗 ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.