„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №545 |
|
2015 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებით (ვებგვერდი, 16.11.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016142) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სამშენებლო სამმართველო.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია: ა) შეიმუშაოს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და უზრუნველყოს შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა; ბ) უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით მათ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; გ) უზრუნველყოს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება; დ) წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის/შემცირების თაობაზე; ე) საბიუჯეტო კოდექსის თანახმად უზრუნველყოს სამინისტროს ბიუჯეტის კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა; ვ) განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და შემოსული პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) განახორციელოს სამინისტროს თანამშრომელთა ფულადი უზრუნველყოფა; თ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური და არაფინანსური აქტივების/ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებაში; ი) ინვენტარიზაციის შედეგებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით უზრუნველყოს საბუღალტრო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება; კ) უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი) შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა დაწესებულ ვადებში; ლ) უზრუნველყოს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებებისა და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარება; მ) უზრუნველყოს სალაროს ოპერაციების წარმოება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.“. 3. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი;“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: „მუხლი 102. სამშენებლო სამმართველოს კომპეტენცია: ა) უზრუნველყოს სამინისტროს დანაყოფებიდან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების შესახებ შემოსული მოთხოვნების ერთიანი ფორმატის შემუშავება და მათი დანერგვა, ასევე შემოსული მოთხოვნების სისტემატიზაცია; ბ) უზრუნველყოს სამინისტროს ინფრასტრუქტურის მუდმივი მონიტორინგი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების წინასწარი იდენტიფიკაციისა და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით; გ) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმარების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) უზრუნველყოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფინანსური პარამეტრების დადგენა (ხარჯთაღრიცხვის შედგენა), სანებართვო და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; ე) უზრუნველყოს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფიდან შემოსული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ტექნიკური დავალებების მომზადება; ზ) შენობა-ნაგებობათა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის სათანადოდ განხორციელების მიზნით უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედგენა; თ) უზრუნველყოს მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების, სტანდარტებიდან გადახრებისა და სხვა ტიპის პრობლემატიკის აღრიცხვა და რეაგირებისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა-განხორციელება; ი) უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობის კონტროლი და ამ მიზნით, საჭიროების მიხედვით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების პროცესში მესამე მხარის (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროექტის საავტორო ზედამხედველი, კონსტრუქტორი, ექსპერტი და სხვა) მოწვევა; კ) უზრუნველყოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულებისას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის შედგენა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოთა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით ექსპერტის მოწვევა; ლ) უზრუნველყოს დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ექსპლუატაციის სამმართველოსთან ერთად; მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|