„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №24 |
|
2015 წლის 28 ივლისი ქ.თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 190040000.19.012.016028, 27.01.2012 წ.) დამტკიცებული დებულების:
|
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება აწესრიგებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესს.“. |
2.
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.“. |
3.
მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა.“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა; კ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.“. |
4.
მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის მიუხედავად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ახორციელებს კლიენტის მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა და ამ დებულების 101 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღებისას.“. |
5.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე 1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 2. სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება: ა) მითითების გამცემი (სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა; ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით); გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით); დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა; ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა; ვ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი; ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო; თ) სამსახურის/ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა. 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში. 5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში სამსახური ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება. 7. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები. 8. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება, შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. 9. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 31 ივლისიდან. |
|