მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.07.2015
ძალის დაკარგვა 28.12.2017
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2015 წლის 24 ივლისი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 61, 62, 121 მუხლებისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
დ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
ე)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.
2.
დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები და გადახდის ინსტრუქციები:
ა)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №2) და ქვითრის ფორმები (დანართი №3 და №4);
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია(დანართი №5);
დ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №6);
ე)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №7).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი №1
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი დაგადახდის
წესის შესახებ ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციულ, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მშენებლობის ობიექტის მესაკუთრეს ფიზიკურ ან იურიდიული პირს განახორციელოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად შედგენილი პროექტით განსაზღვრული ნაგებობების, მისი ელემენტების, კონკრეტული სისტემის ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ნებართვაში მითითებული თარიღიდან არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციულ ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის –
ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთი ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე ადგილობრივი ბიუჯეტის მომსახურე ბანკში: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – TRESGE22; შემოსავლის სახაზინო კოდი – 300353090.
მუხლი 7🔗.
მშენებლობის ნებართვის გამცემის პასუხისმგებლობა
მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე და ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლისაგან გათავისუფლდება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
მუხლი 9🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი აწესრიგებს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში –
მოსაკრებელი), წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს მარტვილის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც საცხოვრებელ სახლებში და ბინებში ცხოვრებისას მიწის ნაკვეთებისა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებელსა ან გაქირავებულ ბინებში წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე მარტვილის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები.
5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდევინების ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
6. მარტილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიული პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის –
სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის –
ნარჩენების დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართობის და მომხმარებელთა რაოდენობის კომბინაციით:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 10 (ათი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
გ) სამშენებლო ნარჩენები –
1 მ3 ნარჩენებზე თვეში ფიზიკური პირისათვის 0.50 ლარი, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე –
0,30 ლარი თვეში და იურიდიული პირებისათვის 20 ლარი.
3. ფიზიკურ პირთა მიერ მოსაკრებლის გადახდისათვის მოსაკრებელის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოჯახზე განისაზრღვროს 4 (ოთხი) სულით.
4. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
5. მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდევინება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
7. მოსაკრებლის გადახდევინების ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
9. ქვითარი შენარჩუნებული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
10. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
11. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
12. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
13. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდევინების ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის - მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდევინების ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი შესაბამისი თანხის ოდენობით.
4. გაწეული მომსახურების ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი შემცირება.
5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდევინება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 %-ზე მეტი.
6. თითოეული მოსახლის ერთ თვეზე მეტი ვადით ადგილზე არყოფნისას, მოსაკრებლისგადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს, მოსახლის ადგილზე არყოფნის ვადის მითითებით.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – TRESGE22; შემოსავლის სახაზინო კოდი – 300353189.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრის (დანართები №4, №5) ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია;
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) სულთა რაოდენობა (მოსახლეობისათვის) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილი მონაცემების შესაბამისად (ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის);
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდევინების ვადა;
ვ) გადახდევინების ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე
1.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
2. იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან (თუ აღნიშნული სუბიექტები არ სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურით) ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
მუხლი 8🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №3
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი
___________________________________________________________________
(შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი)
____________________ 201 წ.
ქვითარი № ________________
გადამხდელი ______________________________________________________
(იურიდიული პირი)
მისამართი ________________________________________________________
(იურიდიული მისამართი)
__________________________________________________________________
(გადასახადის დასახელება)
ზომის ერთეული
საერთო რაოდენობა
გადასახდელი თანხა
გადახდილია
ნარჩენი
__________________________________________________________________
(გადახდილი თანხა სიტყვიერად)
გადაიხადა: __________________________________
(გადამხდელის ხელმოწერა)
მივიღე: _____________________________________
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა გარკვევით).
დანართი №4
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი
___________________________________________________________________
(შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი)
____________________ 201 წ.
ქვითარი № ________________
გადამხდელი ______________________________________________________
(სახელი, გვარი)
მისამართი _________________________________________________________
(იურიდიული მისამართი)
___________________________________________________________________
(გადასახადის დასახელება)
ა) გადასახადი ფიზიკური პირებისათვის ერთ სულზე თვეში 0,50 ლარი;
ბ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,30 ლარი თვეში.
სულადობა
გადასახდელი თანხა
გადახდილია
ნარჩენი
___________________________________________________________________
(გადახდილი თანხა სიტყვიერად)
გადაიხადა: __________________________________
(გადამხდელის ხელმოწერა)
მივიღე: _____________________________________
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა გარკვევით).
დანართი №5
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს.
მუხლი 1🔗.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები, ამავე ინსტრუქციით დადგენილი ოდენობითა და წესით.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ,,ლატარიები, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის ობიექტები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები;
ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა);
გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3 000 ლარით.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ინსპექციაში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვაინეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ინსპექციაში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) კოდს, რომლის განმეორება აკრძალულია;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს;
გ) განსხვავებულ ფერს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით.
6. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
7. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იძენს მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი რეგისტრაციაში ტარდება საგადასახადო ორგანოში, თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.
9. თამაშების მომწყობნი (ორგანიზატორები) მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილებზე, საანგარიშო კვარტლის პირველ სამუშაო დღეს და ხსნიან ყოველი საანგარიშო კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს.
10. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
11. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი –
TRESGE22. შემოსავლის სახაზინო კოდი:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კაზინოებიდან (სამორინეებიდან) –
300353177;
ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სათამაშო აპარატებიდან –
300353178;
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროდან –
300353179;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელ გათამაშებიდან –
300353180;
ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ –
ელექტონული ფორმის თამაშობიდან –
300353181;
ვ) სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი –
300353188.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა
ინსტრუქციის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №6
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემისათვის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში–მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, მშენებლობადასრულებული შენობა – ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.
მუხლი 4🔗.
დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს გამგეობის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. გამგეობის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, გამგეობის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, გამგეობა უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამგეობა ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით.
მუხლი 5🔗.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1.მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არაღემატება 300მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში–200 ლარი;
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში–80ლარი.
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2 –
მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა – ნაგებობისთვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 300ლარი;
ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღისვადაში – 150ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში –100ლარი.
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არაღემატება 6000მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 400ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 200ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში –100ლარი.
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი;
დ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 250ლარი;
დ.დ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
მუხლი 6🔗.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 150 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 80 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე დამიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტში ცვლილებების შეტანის შემთხვევებზე.
მუხლი 7🔗.
ვადის გამოთვლა
1. გამგეობის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. გამგეობა უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ნგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი –
TRESGE22:
ა) მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვაზე მოსაკრებელი – 300353090.
მუხლი 9🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.
4. თუ დაინტერესებული პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის გამგეობის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს გამგეობაში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა–
ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა.შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8.გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
დანართი №7
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკურიზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის დაგადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მშენებლობის(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო –
ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების თვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. მოსაკრებლის შემოღება და მისიო დენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
მუხლი 4🔗.
სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. გამგეობის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.
4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ წესით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, გამგეობა უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამგეობის შესაბამისი სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით, სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ.
2. გამგეობის მიერ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
მუხლი 6🔗.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300მ2– ს:
ა.ა) ერთჯერადი შემოწმება – 100ლარი;
ა.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 300ლარი;
ა.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 500ლარი;
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2- მ დედამიწის ზედაპირიდან 14 მ–მდე სიმაღლის შენობა–ნაგებობისთვის:
ბ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 200ლარი;
ბ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 400ლარი;
ბ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 600ლარი;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა–ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა:
გ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 300ლარი;
გ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 500ლარი;
გ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 700ლარი;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000მ2-ს:
დ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 400ლარი;
დ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 600ლარი;
დ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 800ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა–ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
მუხლი 7🔗.
ვადის გამოთვლა
1. გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ვადებში არიანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ წესის მე-6 მუხლით, აგრეთვე წესის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3.უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – TRESGE22;
ა) სხვა არასერტიფიცირებული სანებართვო მოსაკრებელი – 300353106.
მუხლი 9🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი დაზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხას და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) გამგეობამ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასრულებამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასრულებამდე.
5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელბის შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.