საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N166/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მიღების თარიღი 31.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №87/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016993
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2015 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N166/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№87/ნ
2015 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №
166/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №166/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი) უფროსი:
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
1.2. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 – წლიანი გამოცდილება;
დ) პროექტების მართვის გამოცდილება;
ე) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ზ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
1.3. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ზ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №194/ნ ბრძანება;
კ) „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
ლ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
მ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 13 თებერვლის დადგენილება.
2.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.2. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 – წლიანი გამოცდილება;
დ) პროექტების მართვის გამოცდილება;
ე) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ზ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
2.3. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ),,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
თ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ი) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №194/ნ ბრძანება;
მ) „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
ნ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
ო) მიმართულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 13 თებერვლის დადგენილება;
პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ჟ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება.
3.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი(შემდგომში –
ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი), ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი (შემდგომში – სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი), ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი (შემდგომში – ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი)
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
3.2. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის, სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ((Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ვ.ა) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
ვ.ბ) პროექტების მართვის გამოცდილება;
ვ.გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება.
3.3. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის, სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №194/ნ ბრძანება;
ი) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
4.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში – მთავარი სპეციალისტი):
4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
4.2. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
4.3. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №194/ნ ბრძანება;
თ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
5.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოსა და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (შემდგომში –
უფროსი სპეციალისტი):
5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
5.2. უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი;
გ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
5.3. უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №194/ნ ბრძანება;
თ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
6.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სპეციალისტისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს სპეციალისტი (შემდგომში - სპეციალისტი):
6.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
6.2. სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
გ) უპირატესობა მიენიჭება პირს:
გ.ა) რომელიც ფლობს უცხო ენებს (ინგლისური, რუსული);
გ.ბ) რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
6.3. სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №194/ნ ბრძანება;
თ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.