„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1335
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.001.779
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 18/05/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) 31-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

7. პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.“;

გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1335-Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2008.
როდის იქნა მიღებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1335. სარეგისტრაციო კოდი — 140.030.000.05.001.001.779.
რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1335, 20.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.001.779 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29254/