სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
ძალის დაკარგვა 08.12.2017
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2015 წლის 27 ივლისი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
1. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ბ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (www.samtredia.com.ge) ადმინისტრირებაში თანამონაწილეობას;
გ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
დ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ე) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ვ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ზ) ინფორმაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ვებპორტალზე (www.samtredia.com.ge) და იმერეთის ვებპორტალზე (www.imereti.ge) განთავსების მიზნით;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
კ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ლ) გამგეობის სამსახურებისა და საკრებულოსათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
მ) ორგანიზებას უკეთებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მონაწილეობას სტუმრებისა და ექსპერტების სტატუსით ტელერადიოგადაცემებში;
ნ) ამზადებს ტექსტურ მასალებს პრესაში გასავრცელებლად;
ო) ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებს: პრესტურები, ღია კარის დღეები, „მრგვალი მაგიდა“ და სხვა;
პ) ქმნის აუდიოვიდეო მასალებს, ამზადებს აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებს;
ჟ) ამუშავებს ტელერადიოპროგრამების, ბეჭდური გამოცემების (წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბიულეტენების, ჟურნალების, გაზეთებისა და ა.შ.) პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანების გადაჭრას;
რ) ავრცელებს ინფორმაციებს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტირებას;
ს) ამზადებს პრესრელიზებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
ტ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასმედიის საშუალებებთან, ზრუნავს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასა და სამომავლო პერპექტივებზე;
უ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებები
სამსახური უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ე) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოვალეობები
სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) მოამზადოს ინფორმაციები მუნიციპალიტეტის ვებპორტალზე (www.samtredia.com.ge) და იმერეთის ვებპორტალზე (www.imereti.ge) განთავსების მიზნით;
ე) დაიცვას წინამდებარე დებულება, გამგეობის შინაგანაწესი და მისი საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.