1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება აბაშის მნუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა: –
მოსახლეობისათვის –
მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის –
მომსახურების მიღებისთანავე.

3. მოსაკრებლის გადახდა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას მის აღდგენას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.

6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო, თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.

8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.

9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება, ან მისი განაკვეთის შემცირებ