1. განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზ