„პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 12 ივნისის N61/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016999
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №93/ნ

2015 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 12 ივნისის №61/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ9“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 12ივნისის №61/ნ ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 12/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016967) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ და ,,ვ2“ ქვეპუნქტები:

,,ვ1) საგნობრივი კომისია – საგნის გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

2) საპრეტენზიო კომისია – საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“;

ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) შეფასების სქემა – ამ წესით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ ეროვნულ სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისათვის და საგნობრივი კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ნაშრომების გასწორება.“.

2. მე-18 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებული იქნეს.

3. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 და V2 თავები:

,,თავი V1

საგნის გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი

პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

მუხლი 181. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

აპლიკანტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის შეფასებასთან  დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.

მუხლი 182. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.

2. საგნის გამოცდის ტესტის შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge ან რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით.

მუხლი 183. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა

1. აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;

ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;

გ) საპრეტენზიო განაცხადის  წარმდგენი პირის ვინაობა;

დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;

ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, საგნის გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე;

ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.

3. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 184. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის საფასური

1. აპლიკანტის ინიციატივით, საგნის გამოცდის ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. აპლიკანტს სპეციალური პროგრამა არ მისცემს საპრეტენზიო განაცხადის  ფორმის შევსების საშუალებას, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

4. აპლიკანტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საგნის გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

5. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აპლიკანტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.

მუხლი 185. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის  ვადა

1. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აპლიკანტს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, შესაბამის საგამოცდო ცენტრში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.

2. აპლიკანტი საგნის გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, ამ წესის 182 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.

მუხლი 186. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. საგნის გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ.

3. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს  კონფიდენციალურობა.

4. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა საგნის გამოცდის ტესტის შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საგნის გამოცდის ნაშრომების გამსწორებელი.

მუხლი 187. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ

საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აპლიკანტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა აპლიკანტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აპლიკანტისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

მუხლი188. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. საგნის გამოცდის ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) აპლიკანტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას.

4. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აპლიკანტს.

მუხლი189. საგნის გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება

1. საგნის გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღისა. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

თავი V2

საგნის გამოცდის საბოლოო შედეგები

მუხლი 1810. საგნის გამოცდის საბოლოო შედეგები

1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების ცენტრის დირექტორისათვის გადაცემის შემდეგ ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა.

2. ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების შედეგებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე