„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ.5) მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1338–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2005.
- როდის იქნა მიღებული „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1338. სარეგისტრაციო კოდი — 140.130.000.05.001.001.782.
- სად არის „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1338, 20.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.05.001.001.782 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29272/