საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„86. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის მოვალისათვის პატიება არ ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად.
87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი;
ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი;
ბ.ბ) 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი.
შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 88-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 22 ივლისი 2015 წ. N4092-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4092-რს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.017890.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4092-რს, 22.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.017890 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2927200/