აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/303
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/303

2015 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 14 აპრილის №01/1111 და 2015 წლის 5 მაისის №01/1368 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტრურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების– საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შემდეგი პროექტები:

1. ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4.093 კმ. რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი; 2. E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტი; 3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა ,,შიხრას” საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი; 4. აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტი (ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.12+400-კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა); 5. მესტიის აეროდრომის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების პროექტი.

 

პროექტების მოკლე აღწერილობა:

● ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4.093 კმ. რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი–საპროექტო გზის საწყისად მიღებულია ქ.ქუთაისში ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული მოედანი, ხოლო ბოლოდ გეგუთში მშენებარე სატრანსპორტო კვანძის ოთხზოლიანი მონაკვეთის დასასრული. საპროექტო გზის სიგრძე შეადგენს 4 093 კმ -ს. მან უნდა უზრუნველყოს გეგუთში მოწყობილი სატრანსპორტო კვანძით ავტომაგისტრალთან ქუთაისში და უკან მიმავალი სატრანსპორტო ნაკადების დაკავშირება. ასევე სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფა სოფლებთან: გეგუთი, პატრიკეთი, ოფშკვითი, საყულია და ბაში. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას.

● E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტი: გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველომ მოიპოვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, რისი გათვალისწინებითაც სატრანსპორტო ინფრასტუქტურის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად იქცა. საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა სთხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს სამტრედია-გრიგოლეთის ახალი 4-ზოლიანი გზის პროექტის მხარდასაჭერად. გზის ამ მონაკვემა უნდა უზრუნველყოს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია მონაკვეთის უწყვეტობა.

●  მესტიის აეროდრომის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების პროექტი: მესტიის აეროდრომი მდებარეობს 2 კმ-ში დაბა მესტიის ჩრდილოეთით, მდინარე მესტიჭალის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1450 მ სიმაღლეზე. მესტიის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა განხორციელდა 2010 წელს, რომელიც ითვალისწინებდა აეროდრომის მთელი წლის განმავლობაში ექსპლუატაციის შესაძლებლობას და ამ მიზნით აშენდა ხელოვნურსაფარიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, თვითმფრინავების სადგომები და სხვა. აეროდრომის დამატებითი სამუშაოები გამოწვეულია ტურისტების რაოდენობის მკვეთრი გაზრდით, რის გამოც დაისვა საკითხი მეტმგზავრიანი თვითმფრინავების მიღების შესახებ მთელი წლის განმავლობაში. პროექტით გათვალისწინებულია აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება 72 მეტრით ჩრდილოეთით, 48 მეტრით სამხრეთით და საჰაერო ხომალდის სადგომის ასაფრენ–დასაფრენ ზოლთან დამაკავშირებელი ბილიკების გაგანიერება 18 მეტრამდე.

● შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა ,,შიხრას“ საავტომობილო გზის კმ 1– კმ 7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა ,,შიხრას“ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი განლაგებულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდზე მესტიის რაიონის ტერიტორიაზე. ამ გზის მეშვეობით ხორციელდება ხეობის მაცხოვრებლების, ტურისტული და საზღვრისპირა ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო პოლიციის ბაზა და სასაზღვრო საგუშაგოები) დაკავშირება მესტიის რაიონულ ცენტრთან და ქვეყნის სხვა რეგიონებთან. საპროექტო გზის რეაბილიტაცია – ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, ხელოვნური ნაგებობების და საგზაო სამოსის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა მნიშვნელოვანია ამ მაღალმთიან რეგიონში, მდინარე დოლრას ხეობაში განლაგებული სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. თანამედროვე საავტომობილო გზა ხელს შეუწყობს რეგიონის უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალის რაციონალურად გამოყენებას.

 ● 2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) – საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი I (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ნოემბრის №2087-IIს დადგენილებით). აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორცილედება აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტი (ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.12+400-კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა).

დასახელებული პროექტების განხორციელების მიზნით , აუცილებელია პროექტების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონებების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია , მაგრამ მოლაპარაკების მიუხედავად მიმდინარე ეტაპზე, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტების ზემოქმედების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთის შემდეგ მესაკუთრეებთან:

1) ბადრი კილაძე (პ/ნ 53001008512), (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №29.14.32.172, №29.14.32.174, N 29.14.32.374 (ნაკვეთის წინა ნომერი: 29.14.32.315); ბორის გოგბერაშვილი (პ/ნ 53001016567, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №29.14.31.254) – ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი.

2) ლაშა ტუღუში (პ/ნ 26001001189, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №27.15.50.004), ზვიად სარალიძე (პ/ნ 26001000487, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – № 27.15.50.001) – E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტი.

3) ნაირა აფრასიძე (პ/ნ №30001000416, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №42.09.31.103; თამაზი ხერგიანი (პ/ნ № 30001004607, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №42.06.46.016;იდრის ხერგიანი (პ/ნ №30001000609, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №42.06.46.048; ლევან ხერგიანი (პ/ნ №30001007361, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 42.06.46.025) – (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა ,,შიხრას“ საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და მესტიის აეროდრომის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების პროექტი).

4) თემურ კონცელიძე ( პ/ნ: 61004033872), ლაშა კონცელიძე ( პ/ნ: 61004036628), მაია კონცელიძე (პ/ნ: 61004036566), მერი კონცელიძე (პ/ნ: 61005006717), შოთა კონცელიძე (პ/ნ: 61004062468), ციალა მახაჭაძე (პ/ნ: 61004033871) -უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №20.47.04.082; №20.47.04.083 №20.47.04.087); ბადრი სურმანიძე (პ/ნ 61005010102), გოჩა სურმანიძე (პ/ნ №61004062496), ეთერ სურმანიძე (პ/ნ 61004031988), თეონა სურმანიძე (პ/ნ 61004062460), ირინე სურმანიძე (პ/ნ 61004043883), ნანული სურმანიძე (პ/ნ 61005009155), -უძრავი ქონების საკადასტრო კოდი № 20.47.04.085; № 20.47.04.086; № 20.47.04.089; ვახტანგ გორგაძე (პ/ნ 61005000442, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №20.47.04.001; №20.48.05.528) აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტი (ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.12+400-კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა).

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ზემოთ მითითებული პროექტების განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორცილებელი პროექტების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია საექსპროპრიაციო უძრავი ქონებები ,  შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში , წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად , ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

 „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი , აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 5 ივნისის ოქმის და დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას–საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კერძოდ , წყალტუბოს რაიონის სოფ. გეგუთში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე: ა) ბადრი კილაძის (პ/ნ 53001008512 საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ს/კ – №29.14.32.172 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 50 000 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 13.00 კვ.მ; ს/კ №29.14.32.174 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 3651 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 3651 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები; ს/კ №29.14.32.374 (ნაკვეთის წინა ნომერი: 29.14.32.315) – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 158 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 158 კვ.მ ;ბ) ბორის გოგბერაშვილის (პ/ნ 53001016567) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ს/კ №29.14.31.254 –მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 800 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 97 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები).

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს, აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის (ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.12+400-კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა) ფარგლებში, კერძოდ , ქობულეთში, სოფელ ზედა აჭყვაში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე: ა) თემურ კონცელიძის (პ/ნ: 61004033872), ლაშა კონცელიძის (პ/ნ: 61004036628), მაია კონცელიძის (პ/ნ: 61004036566), მერი კონცელიძის ( პ/ნ: 61005006717), შოთა კონცელიძის (პ/ნ: 61004062468) ციალა მახაჭაძის (პ/ნ: 61004033871) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №20.47.04.082 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1479 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1479 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები; ს/კ №20.47.04.083 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 520 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 520 კვ.მ; ს/კ №20.47.04.087 -მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 458 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 458 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავები); ბ) ბადრი სურმანიძის (პ/ნ 61005010102), გოჩა სურმანიძის (პ/ნ №61004062496), ეთერ სურმანიძის (პ/ნ 61004031988), თეონა სურმანიძის (პ/ნ 61004062460), ირინე სურმანიძის (პ/ნ 61004043883), ნანული სურმანიძის (პ/ნ 61005009155) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ №20.47.04.085 –მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1513 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1513 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, მრავალწიანი ნარგავები; ს/კ № 20.47.04.086 – მიწის ნაკვეთი მთლიანი ფართი 988 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 549 კვ.მ და მრავალწიანი ნარგავები, ს/კ №20.47.04.089 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1207 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1207 კვ.მ; გ) ვახტანგ გორგაძის (პ/ნ 61005000442) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ს/კ №20.47.04.001– მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 3974 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი – 997 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები; ს/კ №20.48.05.528 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1018 კვ.მ–საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 74 კვ.მ.

3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოსE-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტის, კერძოდ , ლანჩხუთში (სუფსა, ახალსოფელი), ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე: ა) ლაშა ტუღუშის ( პ/ნ 26001001189) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ – №27.15.50.004, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 7503 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1541 კვ.მ, ერთწლიანი კულტურა; ბ) ზვიად სარალიძის (პ/ნ 26001000487) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ № 27.15.50.001, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 5448 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1007 კვ.მ და ერთწლიანი კულტურა).

4. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა ,,შიხრას“ საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტისა და მესტიის აეროდრომის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე: ა) ნაირა აფრასიძის (პ/ნ №30001000416) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ს/კ – №42.09.31.103 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 122 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 122 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და მრავალწიანი ნარგავები; ბ) თამაზი ხერგიანის (პ/ნ № 30001004607) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ №42.06.46.016 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 255 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 255 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები; გ) იდრის ხერგიანის (პ/ნ №30001000609) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ს/კ №42.06.46.048 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 9600 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 79 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები; დ) ლევან ხერგიანის – (პ/ნ №30001007361) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ს/კ: 42.06.46.025– მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1987 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1987 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები).

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრი                                                          გ. კვირიკაშვილი