„ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესისა და ინფორმაციაზე დასაშვებ პირთა სიის ფორმულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის №1544 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №558

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესისა და ინფორმაციაზე დასაშვებ პირთა სიის ფორმულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის №1544 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესისა და ინფორმაციაზე დასაშვებ პირთა სიის ფორმულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის №1544  ბრძანებით (სსმ, 08.01.2007 წ., №2, მუხლი 20) დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.   

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი №1

 

ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესი

1. ერთიანი საინფორმაციო ბანკი იქმნება ადამიანით მოვაჭრეთა იდენტიფიკაციის ხელშესაწყობად; აგრეთვე ადამიანით მოვაჭრეთა შესახებ სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის; ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი) საბრძოლველად სახელმწიფო ორგანოთა ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის, კოორდინაციისა და მობილიზაციისთვის; სისტემატიზებული მონაცემების განზოგადების საფუძველზე დანაშაულის პრევენციისათვის; სახელმწიფოს მიერ დაზარალებულთა და მსხვერპლთა ეფექტიანი და დროული დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისათვის.

2. ერთიანი საინფორმაციო ბანკი იქმნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მფლობელობაში არსებულ ტექნიკურ ბაზაზე, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისტემურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, მონაცემების ხარისხსა და მათ სრულყოფაზე.

3. ერთიან საინფორმაციო ბანკში შეიტანება სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის,  საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განკარგულებაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ არსებული ინფორმაცია. ერთიან საინფორმაციო ბანკში ასევე შეიტანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებში არსებული და დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

4. ბანკში შესატანი ინფორმაციის სახეები და შინაარსი დამოკიდებული იქნება ინფორმაციის მომწოდებელი ყოველი კონკრეტული უწყების საქმიანობის სპეციფიკაზე.

5. ერთიანი საინფორმაციო ბანკის წარმოება უნდა განხორციელდეს სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზაში, რომლის უსაფრთხოებაც დაცული იქნება არსებული ტექნიკური და ორგანიზაციული მეთოდებით.

6. ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ და მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სიით განსაზღვრულ პირებს, ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებულ ინფორმაციაზე დასაშვებ პირთა სიის ფორმულირების წესის შესაბამისად.

7. ინფორმაციასთან ურთიერთობა (შეტანა, გამოყენება) შეუძლიათ სამინისტროში არსებული დაშვების სისტემით განსაზღვრულ პირებს. დაშვების სისტემა მიჯნავს ინფორმაციის შემტანებს, გამომყენებლებს და ანალიტიკოსებს. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც აწარმოებენ ერთიან საინფორმაციო ბანკს, მასში დაცულ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემების შესატანად. მათ ამ ინფორმაციის გამოყენება არ შეუძლიათ.

8. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებმაც უნდა აწარმოონ ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემთა შეტანა, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სიით, ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებულ ინფორმაციაზე დასაშვებ პირთა სიის ფორმულირების წესის შესაბამისად.

9. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებმაც უნდა აწარმოონ ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემთა შეტანა, პასუხისმგებელი არიან ამ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

10. კანონით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლს ან დაზარალებულს ხელი მიუწვდება ერთიან საინფორმაციო ბანკში მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე.

11. ერთიან საინფორმაციო ბანკში შეტანილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გაცნობა და გაცემა ხორციელდება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მისი უნებართვო გამჟღავნება ისჯება კანონით.

 


დანართი №2
ერთიან  საინფორმაციო ბანკში არსებულ ინფორმაციაზე დასაშვებ პირთა სიის ფორმულირების წესი

1. ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებულ ინფორმაციაზე, გარდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლისა და დაზარალებულის შესახებ არსებული ინფორმაციისა, ვრცელდება სამინისტროში არსებული დაშვების სისტემა.

2. მსხვერპლის ან დაზარალებულის შესახებ ინფორმაციაზე დასაშვებ პირთა სიას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შემდეგი თანამდებობის პირები:

            ა) სამინისტროდან:

            ა.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები;

            ა.ბ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

            ა.გ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;

            ა.დ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი;

      ა.ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

            ა.ვ) მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;

            ბ) საქართველოს მთავარი პროკურატურიდან:

            ბ.ა) მთავარი პროკურორი;

            ბ.ბ) მთავარი პროკურორის მოადგილეები;

            გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან:

            გ.ა) სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილეები;

            გ.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;

            გ.გ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი;

            გ.დ) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;

            გ.ე) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორი;

            გ.ვ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) დირექტორი.