„საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 212) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91
საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდეს შემდეგი სახით:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად იქნეს მიმართული გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული შემდეგი საბიუჯეტო შემოსულობები:
ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;
ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;
ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის;
ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სრულად იქნეს მიმართული გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული შემდეგი საბიუჯეტო შემოსულობები:
ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი;
ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი;
ბ.გ) ქონების გადაცემისათვის გადასახადი;
ბ.დ) საკურორტო გადასახადი;
ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;
ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;
ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის;
გ) მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადებიდან მიღებული თანხების 80% მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულ საბიუჯეტო შემოსულობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1340–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2005.
- როდის იქნა მიღებული „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1340. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.040.05.001.001.784.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №1340, 20.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.05.001.001.784 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29284/