საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,369 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2015 მიღება
01.08.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 95% 01.03.2024 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.02.2018 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 01.08.2015 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 94% 06.05.2020 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 07.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №13 2015 წლის 1 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულება თანდართული რედაქციით.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური დანართი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  კადრების მთავარი სამმართველოს  დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კადრების მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. კადრების მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – უფროსი) და კურატორი უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. კადრების მთავარი სამმართველოს  საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები თავისი საქმიანობის პროცესში კადრების მთავარი სამმართველო  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამსახურის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II. კადრების მთავარი სამმართველო  მუხლი 3🔗. კადრების მთავარი სამმართველოს  კომპეტენცია და  ამოცანები 1. კადრების მთავარი სამმართველოს კომპეტენცია: ა) სამსახურში საკადრო საქმიანობის ორგანიზება, განხორციელება და კონტროლი; ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის და კურატორი უფროსის მოადგილის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები: ა) სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე უზრუნველყოფს სამსახურის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას; ბ) სამსახურში მიღებისას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს კანდიდატთა შესწავლას, სპეციალურ შემოწმებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას. გ) საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და სამსახურში შესაძლო მისაღებ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აწარმოებს მოსამსახურეთა ელექტრონულ და მატერიალურ პირად საქმეებს, აღრიცხავს და ქმნის მათზე შესაბამის საცნობარო ბაზას; ე) შეისწავლის და ამზადებს მასალებს მოსამსახურეთა სამუშაოდ მიღების, თანამდებობრივი გადაადგილებების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საპენსიო უზრუნველყოფის, დათხოვნის და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ; ვ) ორგანიზებას უწევს მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოზე და უმაღლეს წოდებაზე წარდგენას; ზ) დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურების და საშტატო განრიგების (ნუსხები) პროექტებს; შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურების სრულყოფის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ, აწარმოებს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვას და საშტატო ერთეულების მოძრაობის კონტროლს, სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების დებულებებთან საშტატო განრიგების შედარებას და მათთან შესაბამისობაში მოყვანას; თ) უზრუნველყოფს სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას, განახლებას და ინფორმაციის დაცვას; აწარმოებს მოსამსახურეთა შესახებ პერსონალური და სამსახურებრივი  (თანამდებობრივი გადაადგილების, წოდების მინიჭების, დასჯა-წახალისების და სხვა) მონაცემების კომპიუტერულ სისტემაში შეტანას, განახლებას და მოწესრიგებას; სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით მოსამსახურეთა შესახებ ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების მოძიებას; ი) ამზადებს მასალებს სამსახურის ხელმძღვანელი პირების, სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დასაშვებად. კ) ორგანიზებას უწევს სამსახურში სასწავლო პრაქტიკის/სტაჟირების გავლას, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მომზადება-გადამზადებას; განსაზღვრავს სამსახურში ადამიანური რესურსების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს; ლ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენას; მ) უზრუნველყოფს პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების გამოწერას, დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას,  შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას და  ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას; ნ) უზრუნველყოფს ნამსახურობის შესახებ ცნობებისა და შემოვლის ფურცლის რეგისტრაცია-დაგზავნას; ო) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, ჟურნალებისა და კარტოთეკების ფორმირება-გაფორმებას, მათ შენახვას და მომზადებას არქივში გადასაცემად; პ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოსამსახურეთა პატაკების, მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვას, გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს და ცნობებს პირად საქმეში აღმოჩენილი ხარვეზის ან შეცდომის გასწორების მიზნით; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას; რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქცია-მოვალეობებს. თავი III. კადრების მთავარი სამმართველოს  ხელმძღვანელობა  მუხლი 4🔗. კადრების მთავარი სამმართველოს  უფროსი 1. კადრების მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. კადრების მთავარი სამმართველოს  უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო პოლიტიკის რეგულირებაზე, კვალიფიციური კადრების შერჩევაზე, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგებისა და სტრუქტურების სრულყოფაზე; ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სამსახურში კანდიდატების მიღების, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების და სხვა საკადრო საკითხებზე; დ) სამსახურის  უფროსის კურატორ მოადგილესთან (მისი არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით სამსახურის უფროსს  დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგების (ნუსხები) და სტრუქტურების პროექტებს; ე)  სამსახურის უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს  დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურებრივ ინსტრუქციას კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობას საჭიროების შემთხვევაში განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; ვ) სამსახურის უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს კადრების მთავარ სამმართველოში მოსამსახურეთა დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილებების, წახალისების, თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა საკითხებზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს); თ) ხელმძღვანელობს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მთავარ სამმართველოში ჩატარებულ სამსახურებრივ შემოწმებას; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე  1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ან კურატორი უფროსის მოადგილის დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს  სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მიხედვით და  პასუხისმგებელია მოსამსახურეთა საშემსრულებლო დისციპლინაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. კადრების მთავარი სამმართველოს სტრუქტურა მთავარი სამმართველოს დანაყოფებია: ა) I სამმართველო; ბ) II სამმართველო; დ)  საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება (კანცელარია). მუხლი 7🔗. I სამმართველოს კომპეტენცია I სამმართველოს კომპეტენცია: ა) ახორციელებს სამსახურში მისაღები კანდიდატების აღრიცხვას, შერჩევას, შესწავლას, სამხედრო-საექიმო და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას, სპეციალურ შემოწმებას და მათზე პირადი საქმეების შედგენას; ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამსახურში ვადიანი მოსამსახურეების დაკომპლექტებას და სამხედრო სამსახურის გავლას; გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ანკეტური მონაცემების განახლებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურ შემოწმებას; დ) ამზადებს მასალებს: დ.ა) მოსამსახურეთა თანამდებობებზე მიღების, განაწილების, გადაადგილებისა და დათხოვნის თაობაზე; დ.ბ) პირველადი, მორიგი და ვადამდელი სამხედრო/სპეციალური წოდებების მისანიჭებლად; დ.გ) წახალისების, დისციპლინური სახდელის დადებისა და მისი ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ; დ.დ) სახელმწიფო ჯილდოსა და უმაღლეს წოდებაზე წარსადგენად; დ.ე)  სამსახურებრივი მივლინების შესახებ; დ.ვ) დაჭრილ და დაღუპულ მოსამსახურეთა ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ; დ.ზ) სამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ მოსამსახურეთა სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ; დ.თ) მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის და სპეციალურ აღრიცხვაზე ასაყვანად; დ.ი) დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 8🔗. II სამმართველოს კომპეტენცია II სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ამზადებს სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების სტრუქტურების და საშტატო - საორგანიზაციო ბრძანებების პროექტებს, უზრუნველყოფს საშტატო ნუსხების დანაყოფების დებულებებთან შედარებას და შესაბამისობაში  მოყვანას; ბ) ახორციელებს საშტატო რიცხოვნობის და ერთეულების ცვლილებების კონტროლს; გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალური აღრიცხვიდან მოხსნას, სამხედრო ბილეთებისა და სამხედრო პირადი საქმეების ქვემდებარეობით შესაბამის სამსახურებში გადაგზავნას; დ) აღრიცხავს და კონტროლს უწევს მოსამსახურეთა შვებულებებს; ე) დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების დამზადება–გაცემას, აღრიცხვას და ჩამოწერას; აწარმოებს შესაბამის კარტოთეკას და უზრუნველყოფს ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას; ვ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და კანდიდატთა სასწავლო კურსებსა და პროგრამებზე გაგზავნას; ზ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამუშაოდ მისაღები კანდიდატების და მოსამსახურეთა მიერ  ფიზიკური ნორმატივების დადგენილი წესით ჩაბარებას; თ) უზრუნველყოფს სამსახურის ხელმძღვანელი პირების, სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას; ი) ორგანიზებას უწევს სამსახურში სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების გავლას; კ)  აწარმოებს სტატისტიკას სამსახურის საშტატო რიცხოვნების შესახებ; ლ) ახორციელებს საკადრო საქმიანობის შესახებ სამართლებრივი აქტების (მოსამსახურეთა დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დათხოვნა, მივლინება და სხვა) მიღება-შეგროვებას და სათანადო დამუშავებას; სხვადასხვა სტატისტიკური მასალების მომზადებას; მოსამსახურეთა და შესაძლო მისაღებ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, მათზე საცნობარო ბაზის შექმნას; ნ) უზრუნველყოფს ნამსახურობის შესახებ ცნობების, შემოვლის ფურცლისა და შრომის წიგნაკების მოთხოვნისამებრ მომზადება-გაცემას; ო) განიხილავს და ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე; პ) ორგანიზებას უწევს სამსახურის პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას. მუხლი 9🔗. საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება (კანელარია): ა) უზრუნველყოფს სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შემოსული დოკუმენტების ადრესატებთან დაგზავნას; ბ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მატერიალური სახით შემოსული ან  ადგილზე მომზადებული დოკუმენტაციის დამუშავება-რეგისტრაციას და ადრესატებთან დაგზავნას; გ) უზრუნველყოფს ნამსახურობის შესახებ ცნობებისა და შემოვლის ფურცლის  რეგისტრაცია-დაგზავნას; დ) უზრუნველყოფს კადრების მთავარ სამმართველოში შემოსული შიდაუწყებრივი, უწყებათშორისი და ადგილზე მომზადებული საიდუმლო დოკუმენტაციის დამუშავებას, რეგისტრაციას და შემსრულებლისათვის გადაცემას; ე) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, ჟურნალებისა და კარტოთეკების ფორმირება-გაფორმებას, მათ შენახვას და მომზადებას არქივში გადასაცემად; ვ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული მოქალაქეების განცხადება-საჩივრების შესრულების ვადების კონტროლს.