სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე „ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სახელმძღვანელოს“ მოწონების თაობაზე „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №12
2015 წლის 1 აგვისტო
ქ.თბილისი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ „რ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცი თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ფიცის დადების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირებზე.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
დანართი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცი
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ვფიცავ:
- ვიყო ერთგული და ღირსეული, დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო და ვემსახურო საზოგადოებას;
- დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;
- ვიდგე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე;
- მტკიცედ დავიცვა სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოება;
- დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;
- ვიყო გამბედავი, დამნაშავეობასთან შეურიგებელი და დისციპლინებული თანამშრომელი;
- კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი;
- არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, საკუთრებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.
ხელმოწერა___________________ ___________________