⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2020)
გაუქმებულია:

იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.07.2015
ძალის დაკარგვა 01.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №72/04
სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,084 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2015 მიღება
01.10.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სავაჭრო სისტემა
ბლუმბერგის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება გარიგებების დადება
მუხლი 2
სადილინგო კოდი
ოთხნიშნა კოდი, რომელსაც სავაჭრო სისტემა ანიჭებს სისტემის მონაწილეს მისი იდენტიფიკაციის მიზნით
მუხლი 2
სპოტი
გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 (ორი) საბანკო დღის განმავლობაში
მუხლი 2
ფორვარდი
გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 (ორ) საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში
მუხლი 2
სვოპი
გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით
მუხლი 2
კოტირება
ვალუტის ყიდვა–გაყიდვის კურსების გამოცხადება
მუხლი 2
გარიგების დადების დღე
დღე, როდესაც ხდება გარიგების პირობების შეთანხმება მხარეებს შორის.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №72/04 2015 წლის 31 ივლისი ქ.თბილისი იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–3 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების და მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის (შემდგომში - სავაჭრო სისტემა) მეშვეობით ამ სისტემის მონაწილეებს შორის ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესებს. 2. ამ წესის მიზანია იურიდიულ პირთათვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემით სარგებლობაზე და ვალუტით ელექტრონულ ვაჭრობაზე უნიფიცირებული პირობების განსაზღვრა. 3. ამ წესის გამოყენება ვალუტით ვაჭრობისათვის ნებაყოფლობითია. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომელებიც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემით ვალუტით ელექტრონულ ვაჭრობას ახორციელებენ ამ წესისაგან განსხვავებული პირობებით. 5. სავაჭრო სისტემაში ჩართვის და გარიგებების დადების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს და არ საჭიროებს ნებართვას საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) მხრიდან. 6. ამ წესის შესაბამისად სავაჭრო სისტემაში შესაძლებელია სპოტ, ფორვარდული და სვოპ სავალუტო გარიგებების დადება. 7. კომერციულ ბანკებს შორის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის საკითხი რეგულირდება „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 7 მაისის №124/01 ბრძანებით. 8. ამ წესის მე–4 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის ეროვნულ ბანკში წარდგენით სისტემის მონაწილეები აღიარებენ ამ წესის მოთხოვნების სავალდებულო შესრულებას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სავაჭრო სისტემა – ბლუმბერგის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება გარიგებების დადება; ბ) სისტემის მონაწილე - სავაჭრო სისტემის მომხმარებელი იურიდიული პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად ახორციელებს გარიგებებს; გ) სადილინგო კოდი – ოთხნიშნა კოდი, რომელსაც სავაჭრო სისტემა ანიჭებს სისტემის მონაწილეს მისი იდენტიფიკაციის მიზნით; დ) სპოტი – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 (ორი) საბანკო დღის განმავლობაში; ე) ფორვარდი – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 (ორ) საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში; ვ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით; ზ) კოტირებავალუტის ყიდვა–გაყიდვის კურსების გამოცხადება; თ) გარიგების დადების დღე – დღე, როდესაც ხდება გარიგების პირობების შეთანხმება მხარეებს შორის. მუხლი 3🔗. სავაჭრო სისტემის მონაწილეთა ავტორიზაცია 1. სავაჭრო სისტემაში ჩართვისათვის სისტემის მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირი პირდაპირ მიმართავს კომპანია ბლუმბერგს (www.bloomberg.net). 2. სავაჭრო სისტემაში ჩართვა ხორციელდება სავაჭრო სისტემასა და მასში მონაწილეობაზე მსურველ იურიდიულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 3. სავაჭრო სისტემა სისტემის მონაწილეს აძლევს სადილინგო კოდს, რომლის მართებულად გამოყენებაზე პასუხისმგებელია სისტემის მონაწილე. 4. სისტემის მონაწილე სავაჭრო სისტემაში სპეციალურ საინფორმაციო გვერდზე ანთავსებს და ცვლილების შემთხვევაში განაახლებს შემდეგ ინფორმაციას: ა) სისტემის მონაწილის დასახელება; ბ) სადილინგო კოდი; გ) საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები, რომლის მეშვეობით სისტემის მონაწილეები ახორციელებენ გარიგების ანგარიშსწორებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილებების შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია ამ ცვლილებების შესახებ შეტყობინება ამავე სავაჭრო სისტემის მეშვეობით წინასწარ დაუგზავნოს სისტემის დანარჩენ მონაწილეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის მონაწილეები უფლებამოსილი არიან იხელმძვანელონ ცვლილებამდე არსებული მათ ხელთ არსებული მონაცემებით. 6. სისტემის მონაწილის სტატუსის გაუქმებისათვის იურიდიული პირი წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფორმით) მიმართავს სავაჭრო სისტემას და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის სავაჭრო სისტემაში თავის კონტრაგენტებს. 7. ამ წესის შესაბამისად დადებულ გარიგებებზე ვრცელდება ამ წესის დებულებები და ასეთი გარიგებების შესრულება სისტემის მონაწილისათვის სავალდებულოა სისტემის მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგაც. მუხლი 4🔗. გარიგებების დადება 1.ამ წესის პირობების დაცვით სისტემის მონაწილეს შეუძლია გარიგებები დადოს სავაჭრო სისტემის სხვა მონაწილესთან. 2. სისტემის მონაწილეები ერთჯერადად წერილობით მიმართავენ  ეროვნულ ბანკს და წერილობით ადასტურებენ თანხმობას ამ წესის გამოყენებაზე. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სავაჭრო სისტემაში ასეთი მონაწილეების სიის გამოქვეყნებას და მის განახლებას. 3. გარიგებების დადების მიზნით სისტემის მონაწილეები ერთმანეთს ორმხრივად ერთჯერადად ანიჭებენ სისტემაში კონტრაგენტის სტატუსს. მონაწილეს შეუძლია ცალმხრივად შეუჩეროს მეორე მონაწილეს კონტრაგენტის სტატუსი მასთან ვაჭრობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. 4. სისტემის მონაწილე კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყოველ საბანკო დღეს სავაჭრო სისტემაში სპეციალურ გვერდზე აქვეყნებს საკუთარ კოტირებებს. 5. სისტემის მონაწილე კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიაზაცია ვალდებულია ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის კურსების კოტირებებზე თავისუფალი წვდომა მიანიჭოს სისტემის სხვა მონაწილეებს. 6. სისტემის მონაწილეს არ აქვს უფლება უარი თქვას სავაჭრო სისტემაში მის მიერ გამოქვეყნებული კურსით 200.000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის (ან შესაბამისი ეkვივალენტის სხვა უცხოურ ვალუტაში) და ნაკლები მოცულობის გარიგების დადებაზე. უფრო დიდი მოცულობის გარიგებებზე კურსის შეთანხმება ხდება მხარეთა შორის დამატებით. 7. სავაჭრო სისტემის მეშვეობით გარიგებების დადება შესაძლებელია ყოველ საბანკო დღეს და მათი დადების დრო არ იზღუდება. 8. სავაჭრო სისტემის მეშვეობით დადებული გარიგებები საბოლოოა და მათი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. 9. გარიგების დადების დღეს სავაჭრო სისტემის მეშვეობით მხარეთა შეთანხმებით დადებული გარიგების პირობების ცვლილებას ან გაუქმებას მხარეები არეგისტრირებენ სავაჭრო სისტემაში. მუხლი 5🔗. ანგარიშსწორება და საჯარიმო სანქციები 1. სისტემის მონაწილეებს შორის ანგარიშსწორება ხდება დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, გარიგებაში მითითებულ ანგარიშსწორების დღეს. 2. გარიგების ანგარიშსწორება ხორციელდება სავაჭრო სისტემაში სპეციალურ გვერდზე სისტემის მონაწილეთა საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, თუ მხარეთა შორის გარიგების დადებისას დამატებით სხვა რამ არ არის შეთანხმებული. 3. ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ უნაღდო ფორმით. 4. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის მონაწილე არ ან ვერ უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას გარიგების ანგარიშსწორების დღეს, ანგარიშსწორება ხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს. 5. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის მონაწილე არ ან ვერ განახორციელებს ანგარიშსწორებას მომდევნო საბანკო დღესაც, მეორე მხარეს უფლება აქვს გააუქმოს გარიგება. 6. გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის სისტემის მონაწილე ვალდებულია მეორე მხარეს დაგვიანებულ თანხაზე დამატებით გადაუხადოს საჯარიმო პროცენტი ანგარისწორების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. წლიური საჯარიმო პროცენტი ეროვნული ვალუტის თანხის დაგვიანების შემთხვევაში შეადგენს ანგარიშსწორების დღის TIBR1-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტს, ხოლო უცხოური ვალუტის თანხის დაგვიანების შემთხვევაში, შესაბამის ვალუტაში ოვერნაითის LIBOR-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტს.   7. გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევის გამო გარიგების გაუქმებისათვის სისტემის მონაწილე ვალდებულია მეორე მხარეს გადაუხადოს პირგასამტეხლო გარიგების თანხის 5%–ის ოდენობით. 8. სისტემის მონაწილე ვალდებულია საჯარიმო პროცენტი და პირგასამტეხლო თანხა გადაიხადოს გარიგების მეორე მხარის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს გარიგების ანარიშსწორების დღიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში. 9. გარიგების გაუქმების შემთხვევაში, გარიგების შესაბამისად გადახდილი თანხა მიმღებმა სრულად უნდა დაუბრუნოს გადამრიცხველს არა უგვიანეს გარიგების გაუქმების დღისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის მიმღებს ეკისრება ჯარიმა ეროვნული ვალუტის თანხის შემთხვევაში მასზე დარიცხული TIBR1-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა, ხოლო უცხოური ვალუტის თანხის შემთხვევაში, მასზე დარიცხული LIBOR-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა მეორე მხარის სასარგებლოდ. 10. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების რომელიმე მონაწილე ვერ უზრუნველყოფს გარიგების ანგარიშსწორების განხორციელებას გარიგების ანარიშსწორების დღიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში, მეორე მხარე უფლებამისილია ეს ფაქტი აცნობოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვოს მისი ამოღება სავაჭროს სისტემაში ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი სიიდან. 11. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, სისტემის მონაწილეს ცალმხრივად შეუწყვიტოს მონაწილის სტატუსი, თუ ჩათვლის რომ ის სისტემატურად არღვევს ამ წესის მოთხოვნებს ან ეროვნული ბანკის სხვა წესებს.  მუხლი 6🔗. დავების განხილვა 1. სისტემის მონაწილეთა შორის გარიგების პირობების დარღვევის ან/და სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეებმა სადავო საკითხები უნდა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით. 2. მხარეთა შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილი არიან საკითხის გადასაწყვეტად იმოქმედონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.