საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,075 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2015 მიღება
01.08.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 30.09.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 01.04.2019 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 30.09.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 30.03.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 10.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №7  2015 წლის 1 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის  მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური დანართი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულება  მუხლი 1🔗. 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) არის სამსახურის სისტემაში შემავალი სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილის წინაშე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ სამსახურებრივ ზედამხედველობას.            მუხლი 2🔗. 1. მთავარი სამმართველოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, ერთმმართველობისა და ცენტრალიზაციის, სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედების პრინციპებს. 2. მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“,  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. მუხლი 3🔗. მთავარი სამმართველოს კომპეტენცია და ამოცანებია: ა) სამსახურის ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის უფროსის, მისი ოჯახის წევრების, ასევე სამსახურში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება. მუხლი 4🔗. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფებია: ა) I სამმართველო (თბილისი); ბ) II სამმართველო (რეგიონალური); გ) საქმისწარმოებისა და ორგანიზების განყოფილება. მუხლი 5🔗. 1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) ახორციელებს მთავარი სამმართველოს მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას; აწესრიგებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) უზრუნველყოფს კონტროლს მთავარ სამმართველოში შემავალი დანაყოფების მიერ მათზე  დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურებს; კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს;  დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (მათ შორის, ბრძანებები); ე) უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ვ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის ოპერატიულ თათბირებზე განსახილველად; ზ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) კორექტირება შეაქვს და ამტკიცებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილ თანამშრომელთა შორის გადანაწილებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; კ) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს დანაყოფების პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას; მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამსახურის უფროსს ანგარიშს მთავარი სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ან მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 6🔗. 1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს, მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დანაყოფის საქმიანობას და აწესრიგებს აღნიშნული დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება; გ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო, სასწავლო-საბრძოლო მომზადების გეგმებს და პროგრამებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს დანაყოფის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ე) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს); ვ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებსა და დავალებებს; ზ) მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დანაყოფის კომპეტენციების და ამოცანების შესასრულებლად; თ) მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დანაყოფის კომპეტენციას; ი) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამსახურის უფროსსა და მთავარი სამმართველოს უფროსს ანგარიშს დანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ლ)  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებს. მუხლი 7🔗. 1. მთავარი სამმართველოში შემავალი I და II სამმართველოების ამოცანები და კომპეტენციაა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე: ა) ტაქტიკურ დონეზე დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს ტერორიზმისა და საბოტაჟის წინააღმდეგ ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია; ბ) აწარმოოს დასაცავი ობიექტების ირგვლივ არსებული ოპერატიული ვითარების ანალიზი, კონტროლი და მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება; გ) უზრუნველყოს სამსახურის ობიექტების ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის და მასალების ხელშეუხებლობა, სახანძრო უსაფრთხოება და გატარების რეჟიმი; დ) დასაცავ ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე) სამსახურის უფროსის, მისი ოჯახის წევრების, ასევე სამსახურში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნების მნიშვნელოვანი პირების პირადი დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მუდმივ და დროებით საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე, გადაადგილების სვლაგეზსა (მარშრუტი) და მონახულების ობიექტებზე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) მთავარი სამმართველოს ძალების, საშუალებებისა და საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ძალებისა და ოპერატიული საშუალებების გამოყენება; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი უწყებების ძალებისა და საშუალებების მოზიდვა, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; თ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, დაცვითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საჭირო ქმედებების განხორციელების მოთხოვნა; ი)  სამსახურის შესაბამისი დანაყოფებიდან შესაბამისი ოპერატიული ცნობების მიღება; კ) საფრთხის თავიდან აცილება, აღკვეთა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი, ადეკვატური რეაგირება; ლ) მთავარი სამმართველოს საქმიანობის მუდმივმოქმედი და სპეციალური გეგმების შემუშავება და სამსახურის უფროსისთვის, ან სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას დაფიქსირებული, დაცვითი თვალსაზრისით გასათვალისწინებელი ფაქტების შესახებ ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ცნობების წარდგენა; ნ) განსაკუთრებულ ვითარებაში დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ო) სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ლოჯისტიკური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, მის შენახვასა და ექსპლოატაციაზე კონტროლი; პ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია; ჟ) წვევამდელთა შერჩევა, ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცთა მომზადება, წვრთნა, სწავლება-აღზრდა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება; რ) საქართველოს კანონმდებლობის ან სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. მთავარ სამმართველოში შემავალი I სამმართველო ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზებასა და საშვთა ბიუროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფას. მუხლი 8🔗. საქმისწარმოებისა და ორგანიზების განყოფილების კომპეტენციაა მთავარ სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვა, დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება.